"დროა ინახულო", - რას ფიქრობს მსოფლიო საქართველოზე Google-ის მიხედვით
ამობეჭდვა · 2017-06-11 23:37:00 · 637 ნახვა

ვებგვერდი Business Insider აქვეყნებს სტატიას - რასთან ასოცირდება ან რას ფიქრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. სტატია Google-ის ძებნის მონაცემებს ეყრდნობა.

 

 

"არ აქვს მნიშვნელობა რამდენად აზრიანად მიგაჩნიათ საკუთარი თავი, თქვენ აუცილებლად გექნებათ მოლოდინები ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. Google-ს მეშვეობით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვერკვია წინასწარი შთაბეჭდილებები",- ნათქვამია სტატიაში.

 

 

გამოცემის ცნობით, Google-ს მონაცემები ავტომატურად აჩვენებს იმ სიტყვებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ამა თუ იმ ქვეყნის მისამართით და რომელთა გამოც ესა თუ ის ქვეყანა ყველაზე ცნობილია. ყველაზე გავრცელებული თემები ძირითადად, საკვები, სასმელი, ასევე სპორტი და დასვენებაა.

 

 

მაგალითად, ამერიკა ცნობილია მსოფლიოში განათლების კუთხით, ამიტომაც ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძებნისას „უნივერსიტეტები“ ყველაზე პოპულარულია. მაშინ, როდესაც რუსეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის "არაყთან" ასოცირდება.

 

 

ვებგვერდმა საქართველო აზიის რეგიონს მიაკუთვნა. Business Insider-ის მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქლააქეებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის, რომელშიც საქართველო და სომხეთი შედის, მონახულება უნდათ. რუკაზე ჩვენს რეგიონზე მონიშნულია სიტყვებია - "დროა ინახულო". როგორც ჩანს, აზერბაიჯანი და თურქეთი ძირითადად ფილმებთანაა დაკავშირებული.

 

bm.ge