თამუნა მუსერიძის პასუხი ჯემალ ღაღანიძის განცხადებაზე: "თამუნა და სანდრო ოფიციალური ცოლ-ქმარი არ ყოფილან"
ამობეჭდვა · 2017-06-12 19:13:00 · 5421 ნახვა

თამუნა მუსერიძის კომენტარი ჯემალ ღაღანიძის ინტერიუზე, რომელიც ბატონმა ჯემალმა თბილისელებს მისცა და მასში თამუნას და მისი შვილისშვილის ურთიერთობაზეც ისაუბრა:

აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო ჯემალ. ოჯახის წევრები ერთმანეთს გაჭირვების დროს არ ტოვებენ.

რაც შეეხება ინტერვიუს გთავაზობთ ამონარიდს, სადაც ჯემალ ღაღანიძე თამუნაზე და სანდროზე საუბრობს:

ჟურნალ „თბილისელებთან“ ჯემალ ღაღანიძე შვილიშვილის, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძისა და თამუნა მუსერიძის ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ურთიერთობის დასრულებას ოჯახის დანგრევად არ მიიჩნევს.

მსახიობი აცხადებს:

თამუნა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ის და სანდრო ოფიციალური ცოლ-ქმარი არ ყოფილან. ასე რომ გასცილდნენ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ოჯახი არ დანგრეულა. მისვლა-მოსვლა – კი ბატონო. თამუნაც ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში და სანდრო – მასთან. თამუნას დედა რომ გარდაიცვალა, მეც მივედი და მივუსამძიმრე. ოფიციალური ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ ძალიან კარგად იყვნენ ერთად. თუმცა, სანდრომ, მგონი, აქაც იჩქარა. მაგრამ მე სანდროსთვის რამის დაშლის უფლება არ მაქვს. როცა ეს ამბავი მოხდა, ის უკვე დიდი იყო. ურთიერთობას გარედან რომ უყურებ, არ იცი, სინამდვილეში რა ხდება, თუმცა მათ ურთიერთობას მე ოჯახს მაინც ვერ ვუწოდებ…“

 

წყარო