ბერა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 2017-06-18 11:20:57 · 7943 ნახვა

მუსიკოსი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა.

 

მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან...

მუდამ თქვენი
ბერა
P.s გილოცავთ მამის დღეს



ავტორი: ბერა ივანიშვილი