"ეგ ხალხი და მათი იდეური მემკვიდრეები გვასწავლიან თუ როგორ უნდა ქვეყნის სიყვარული და გაგება"
ამობეჭდვა · 2017-06-19 20:45:00 · 737 ნახვა

რატომ არის ბელორუსი ჩვენზე 2ჯერ მდიდარი?

მეოცე საუკუნე იმითითაც იყო გამორჩეული რომ ყოველმა შემდეგმა თაობამ მშობლებისგან უკეთესი (უკიდურეს შემთხვევაში იგივე) ქვეყანა ჩაიბარა თითქმის ყველა მიმართულებით.

ასე მაგალითად 50ანი წლების თაობამ უკან ჩამოიტოვა 30 წლების უმუშევრობა და შიმშილი, შემდეგ იყო ინფრასტუქტურის მშენებლობა, 70ანები, ტექნოლოგიური და ჯანდაცვის პროგრესი და ასე შემდეგ. შედეგად განვითარებული და არც ისე მსოფლიო მივიდა იქამდე სად დღეს არის. თავისი პრობლემებით მაგრამ უფრო მდიდარი ვიდრე ოდესმე.

საქართველოში არის ერთი თაობა, რომელმაც თავის შვილებს იმის მესამედი დაუტოვა რაც მანამდე თვითონ არაფერში მიიღო. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ 90იანი წლებში 70% დაკარგა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ეს იყო, ისტორია ჩაცხრილულ ამხანაგზე, ემიგრაციაში წასული ყოველი მესამე მშობელი, ენერგოდეფიციტში, კრიმინალში და სრულ უპერსპექტივობაში გატარებული მოზარდობა. შესაბამისი ტრამვებით რომელიც ყოველდღე თავს გვახსენებს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ჰოდა რატომ არის ბელორუსი საქართველოზე 2ჯერ უფრო მდიდარი მათ კითხეთ, ისევ ეგ ხალხი და მათი იდეური მემკვიდრეები გველაპარაკებიან და გვასწავლიან ყოველდღე ტელევიზორიდან თუ როგორ უნდა ქვეყნის მშენებლობა, სიყვარული და გაგება.



ავტორი: გიორგი ქადაგიძე