სოფელ ნინოშვილში მთის მასივიდან ლოდი ჩამოვარდა
ამობეჭდვა · 2017-06-19 17:07:00 · 577 ნახვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში მთის მასივს საკმაოდ დიდი ზომის ლოდი მოსწყდა და სოსოღლონტის ეზოში ჩამოვარდა. თვითმხილვეთა თქმით, რომ არა აკაციის ხეები, რომელმაც მთას მოწყვეტილი ქვის ლოდი შეაკავა, ამ ფაქტს შეიძლება სერიოზული ზიანი მოჰყოლოდა. როგორც ამბობენ, მთიდან კიდევ ერთი ლოდის ჩამოვარდნის საშიშროებაა, რომელმაც შეიძლება ეს ხეების მიერ შემაგრებული ლოდიც დაძრას ადგილიდან და საცხოვრებელი სახლები დააზიანოს.

 

მუნიციპალიტეტის პირველი პირის, ზაზა ურუშაძის თქმით, რომელმაც ადგილზე მოინახულა შექმნილი სიტუაცია და ღლონტების ოჯახს დახმარებას დაჰპირდა, საქმის კურსში მომხდართან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩააყენებენ.


საკმაოდ რთული მდგომარეობაა. საჭიროა სპეციალიტსების მოწვევა. დღესვე ეცნობება გარემოს ეროვნულსააგენტოს, რათა დროულად დავეხმაროთ ოჯახს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში“, _ ამგობს გამგებელი.

 

წყარო: