"ნამდვილად ასე გამოდის, ერთად ვცხოვრობთ"
ამობეჭდვა · 2017-06-20 00:33:00 · 745 ნახვა

– როცა პირველ ტურებს უყურებ, რა განსხვავებას ხედავ?


– ძალიან დიდი ზრდაა. თუ თავდაუზოგავად შრომობ, რაც არ უნდა ნულიდან დაიწყო, აუცილებლად ამართლებს, ირაკლის შემთხვევაშიც ასე მოხდა.


– ფაქტობრივად, ერთად ცხოვრება გიწევთ ამ პროექტის ფარგლებში. თუ კამათობთ, როგორ ეწყობით ერთმანეთს ხასიათებით?


სალომე:


– ნამდვილად ასე გამოდის, ერთად ვცხოვრობთ სარეპეტიციო დარბაზში. გულწრფელად გეტყვით, ირაკლი ერთადერთი მეწყვილეა, რომელთანაც დაძაბულობა ან რაიმე გაუგებრობა არ მქონია. საოცრად პოზიტიური ადამიანია, წარმოუდგენელია, მასთან რაიმე საკითხზე იკამათო. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს და ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის ადამიანში. 
 

 

 

წყარო