ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-ს აღწევს
ამობეჭდვა · 2017-06-19 17:27:00 · 113 ნახვა

ლონდონის პოლიცია, მაღალსართულიანი შენობაში მომხდარი ხანრძის შედეგად, სულ მცირე 79 ადამიანს დაღუპულად მიიჩნევს. საქმე ეხება როგორც იმ ადამიანებს, რომელთა ცხედარიც უკვე აღმოაჩინეს, ასევე იმათ, ვისი პოვნაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. 

 

პოლიცია ადასტურებს, რომ ბოლო საათებში იპოვეს კიდევ 5 ადამიანის ცხედარი, რომლებიც უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდა. 

 

კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, შუაღამით გაჩნდა. ხანძრის რეალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ინფორმაციით, 1974 წელს აშენებულ Grenfell Tower-ში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა.



ავტორი: "ტელეიმედი"