დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს პატრიარქი 21 ივნისს შეხვდება
ამობეჭდვა · 2017-06-19 17:47:00 · 105 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს პატრიარქი 21 ივნისს შეხვდება. ამის შესახებ ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

 

ბოტკოველი ამბობს, რომ გიორგი მამალაძის ოჯახი არაკორექტულად იქცეოდა და ულტიმატუმის ენით საუბრობდა, თუმცა უწმინდესმა მაინც გადაწყვიტა დეკანოზის ოჯახის წევრებს შეხვდეს.

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ოჯახი ილია მეორესთან საუბარს გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან ითხოვდა. შეხვედრა 21 ივნისს დღის პირველ საათზე გაიმართება.