22 წლის გოგონამ სტომატოლოგს აბსცესის ჩივილით მიაკითხა, ამის შემდეგ მან თვალი დაკარგა
ამობეჭდვა · 2017-06-19 22:33:00 · 237 ნახვა

ახალგაზრდა ინგლისელმა გოგონამ ჩერი ჯონსმა სტომატოლოგს მიაკითხა, რადგან ფიქრობდა, რომ პირის ღრუში აბსცესი ჰქონდა. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა იმაზე ცუდად იყო, ვიდრე წარმოიდგენდა და ქირურგებს მოუწიათ, მისთვის თვალი ამოეკვეთათ.

აღმოჩნდა, რომ ახალბედა მზარეულს სიმსივნე ჰქონდა პირის ღრუში, მეტასტაზები კი კისრის მალებსა და თავში იყო წასული. ოპერაციამ 36 საათს გასტანა. ქირურგებმა სიმსივნესთან ერთად თავის ქალის ძვლის ნაწილი და მარცხენა თვალიც ამოკვეთეს. ძვლის ნაცვლად ტიტანის ფირფიტები ჩაამაგრეს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რისი გადატანაც ჯონსს მოუწია. მას ყველა კბილი ამოუღეს მარცხენა მხარეს, რადგან ყბასა და ღძილებზეც იყო მოდებული მეტასტაზები. გოგონა ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის ფლორიდის ერთ-ერთ კლინიკაში, რათა ორგანიზმში არსებული ყველა მეტასტაზი საბოლოოდ განადგურდეს. სამწუხაროდ, ორგანიზმი დასუსტებულია ამ რთული ქირურგიული პროცედურების შემდეგ და ქიმიოთერაპიის ატანა უჭურს, თუმცა სიცოცხლისთვის იბრძვის და დანებებას არ აპირებს.

 

წყარო