დღეს, როდესაც ინსტიტუტების გაძლიერების პრობლემის წინაშე ვდგავართ მონარქია არ გვჭირდება - კოტე ჩოკორაია
ამობეჭდვა · 2017-06-19 21:27:00 · 89 ნახვა

კონსტიტუციონალისტის კოტე ჩოკორაია აზრით, კონსტიტუციურ მონარქიაზე მსჯელობა დაგვიანებულია.

მისი თქმით, ამაზე საუბარი მოსაღები იქნებოდა 1918-1921 წლებში, როდესაც სახელმწიფო ყალიფდებოდა, დღეს კი ეს დაგვიანებული პროცესია.

კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, რომ მონარქიის ინსტიტუტი ფორმალური ხასიათის მატარებელი იქნება.

„ამ საკითხზე მსჯელობა დღეს, არის დაგვიანებული. კონსტიტუციური მონარქიის და ზოგადად, მონარქიის აღდგენაზე ჩვენ შეიძლება გვესაუბრა მაშინ, როდესაც პირველ სახელწმიფოს ვაყალიბებდით, ანუ საუბარია 1918-1921 წლებზე. დღეს, როდესაც გვაქვს დამოუკიდებელი რესპუბლიკური მმართველობის გამოცდილება, მონარქიის აღდგენა აბსოლუტურად დაგვიანებული პორცესია. ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რაც არის ძალთა ბალანსი, ძალაუფლების გადანაწილება. არსებულ რეალობაში კი, სადაც არ არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, სადაც არ გვაქვს ორპალატიანი პარლამენტი , სადაც ინსტიტუტების გაძლიერების პრობლემის წინაშე ვდგავართ - მონარქია არ გვჭირდება. ის კიდევ ერთი გაურკვეველი ინსტიტუტი იქნება, რომელიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს შეიძენს და დაკავშირებული იქნება გარკვეული ტრადაციების გაგრძელებასთან“,-აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა.