აფგან მუხტარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არასწორად მიმაჩნია – გიორგი კვირიკაშვილი
ამობეჭდვა · 2017-06-19 20:47:00 · 442 ნახვა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ ჩაატარონ საჭირო პროცედურები, წინასწარი დასკვნების გაკეთება არასწორად მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მუხტარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ჟურნალისტ მუხტარლის საქმეს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ წინასწარი  დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი. გამოძიება მიმდინარეობს, უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ ჩაატარონ საჭირო პროცედურები, რომელიც დღეს მიმდინარეობს. წინასწარი დასკვნების გაკეთება, რა ჩანაწერი იყო ნახული, რა სამხილები არსებობს საქმეში, მე არასწორად მიმაჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.