მოვუწოდებთ პარტიებს, დავიწყოთ კონსულტაციები მასობრივად ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად – შალვა ნათელაშვილი
ამობეჭდვა · 2017-06-19 21:47:00 · 533 ნახვა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოაუწოდებს დაიწყონ კონსულტაციები ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად.

შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ კვლავ მოუწოდა.

"ამ კვირიდან ოფიციალურად აიღებს სტარტს ანტიკონსტიტუციური გადატრიალება ქვეყანაში მონარქიული დიქტატურის დასამყარებლად. ჩვენ ვიწყებთ ზეწოლის ახალ ეტაპს, რათა ივანიშვილის მიმართ დაწესდეს საერთაშორისო საფინანსო სანქციები. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს გამოაცხადოს გადადგომა და ამით ჩაშალოს ანტიკონსტიტუციური გადატრიალება მთლიანად. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად", - განაცხადა ნათელაშვილმა.