"წეღან, მანქანაში რაღაც რადიოა ჩართული. წვიმს. წამყვანი აცხადებს...."
ამობეჭდვა · 2017-06-20 00:15:00 · 600 ნახვა

წეღან, მანქანაში რაღაც რადიოა ჩართული. წვიმს. წამყვანი აცხადებს:
- ახლა სამარშრუტო ტაქსების მძღოლისთვის გათამაშდება რაღაც რესტორნის 25 ლარიანი ვაუჩერი. ააააბა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებო, დაგვირეკეთ და ვინც პირველი გამოვა ეთერში ის მოიგებს 25 ლარიან ვაუჩერს და აი პირველი ზარიც შემოვიდა. გამარჯობა, ამარჯობა, მარჯობა, ჯობა, ობა, ბა... იქნებ ჩაუწიოთ რადიოს, ექო ისმის.
- გაგიმარჯოთ, არჯოთ, რჯოთ, ოთ... რა ვქნა?
- ჩაუწიეთ, აუწიეთ, უწიეთ, წიეთ, იეთ...
- ახლავე.
- იცით რაც მოიგეთ?
- კი, სახინკლის ვაუჩერი.
- დიახ. რესტორნის!
- მადლობა.
- რომელი ნომერი სამარშრუტოს მძღოლი ხართ?
- ...
- ალო, გესმით ჩემი?
- დიახ.
- რომელი ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ხართ, შეგიძლიათ გვითხრათ?
- ...
- ალო, ალო. არ გესმით?
- დიახ.
- კარგით. ტერიტორიულად სად იმყოფებით ახლა? რომელ უბანში გადაგყავთ მგზავრები?
- ...
- ალო. ალო. მძღოლო! მსმენელო... გამარჯვებულო. ალო. ფუ, ფუ. არ გესმით ჩვენი?
- ...
- გაგვეცით ხმა. არ გინდათ პრიზის წაღება? 25 ლარიანი ვაუჩერი, რესტორანში.
- დამაჯარიმეს. ამაჯარიმეს. მაჯარიმეს. აჯარიმეს. ჯარიმეს. არიმეს. რიმეს. იმეს. მეს. ეს. ს.



ავტორი: ბექა კოკაია