დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით ე.წ ციანიდის საქმეში სოსო გოგაშვილიც მონაწილეობდა– განცხადება
ამობეჭდვა · 2017-06-19 22:47:00 · 166 ნახვა

დაკავებული დეკანოზის მტკიცებით „ციანიდის საქმე“ საპატრიარქოში დაიგეგმა და ეს გეგმა შეასრულა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ სოსო გოგაშვილმა. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულმა რუსთავი2–ს ციხიდან გამოუგზავნა, მისი თქმით სცენარის ავტორების შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი არიან.

„არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, არსებული საქმის წინასწარ დაგეგმვას , რომლის სცენარის ავტორები არიან შორენა თეთრუაშვილი, მეუფე იაკობი, ხოლო სცენარის განმახორციელებელი სოსო გოგაშვილი (რომლის შვილის ნათლიაც არის იაკობი) და ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ პატრიარქმა არ იცოდეს სიმართლე, თუ ვინ და რისთვის მომიწყვეს ეს ყველაფერი.“- წერს დეკანოზი წერილში.

აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში