ეს მორჩილი მამაკაცები ნებისმიერ ფასად ახმოვანებენ ქალბატონის მზაკვრობას - მამა ანდრია გიორგი ანდრიაძეს პასუხობს
ამობეჭდვა · 2017-06-19 23:27:00 · 470 ნახვა


"შორენას დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიზანი არათუ საქმის გამოკვლევა, არამედ მეუფე პეტრეს დისკრედიტაციაა“ - „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით „პატრიარქის ფონდის" მმართველი საბჭოს წევრის გიორგი ანდრიაძის განცხადებას, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია პასუხობს.

გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრესთან პირდაპირ ეთერს და დებატებს ითხოვს. ანდრიაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე „შეკერილია", რადგან გამოძიებამ საქმე სასამართლოს ისე გადასცა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენის ფაქტი არ უდასტურდება.

"სამწუხაროა, რომ ეკლესიის წიაღში ერისკაცნი უფრო თამამდებიან. ადრე იურისტის სახით, ახლა საბჭოს მეთვალყურე გიორგი ანდრიაძე... ამის უფლბას ქალბატონი აძლევს და ეს ,,მორჩილი მამაკაცები'' ნებისმიერ ფასად იცავენ მის სახელს და ახმოვანებენ მის მზაკვრობას. ეკლესიაში არსებული დღევანდელი პრობლემა დაიწყო ციანიდით, მაგრამ თავი იჩინა ,,აისბერგმა''. ეკლესიის მთავარი ინსტანცია არის სინოდი, სადაც უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, შორენას დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიზანი არათუ საქმის გამოკვლევა, არამედ მეუფე პეტრეს დისკრედიტაციაა. თუ ვინმე იღებს ამ არანორმალურ და სიგიჟეს მიღწეულ საქმეზე ობიექტურად ხმას და ანალიზს აკეთებს, სწორედ მეუფე პეტრეა. იმედია იმსჯელებენ მღვდელმთავრები და არსებულ კითხვებს გაეცმა ღირსეული პასუხი. გველის მეცნიერებას მიმართეს, მაგრამ მტრედის უმანკოება გამორჩათ... მათი გული ,,ნატაცებით'' არის აღსავსე. ეკლესიის სახელით სარგებლობენ (ანტიგმირი ქარჩავაც საკმარისი მაგალითია) და ცდილობენ საზოგადოება შეყვანონ სიცრუეში, მაგრამ უფალი მეფობს, დიდება მას!“ - წერს მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია.