ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერად იყრის კენჭს
ამობეჭდვა · 2017-06-19 22:27:00 · 524 ნახვა

ტელეკომპანია რუსთავი2–ის ყოფილი გენერალური დირექტორის მოადგილე და წამყვანი ზაალ უდუმაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერად იყრის კენჭს.

ამის შესახებ უდუმაშვილმა ცოტა ხნის წინ, "კურიერის" დასრულების შემდეგ, მაყურებელთან დამშვიდობების დროს განაცხადა.

"მე რუსთავი 2-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. თუმცა ქვეყანას ჯერ მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ამჯერად, თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი",–განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.