„პრეზიდენტი ყურადღებას არ აქცევს ცვლილებას - ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე“
ამობეჭდვა · 2017-06-23 00:19:00 · 644 ნახვა

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვისა და უსაფრთხოების მონაკვეთის შემოთავაზებული სახით განხორციელება დაუშვებელია, რადგან შემოთავაზებული ცვლილებებით ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ირღვევა. ასე არ ფიქრობს ჯანი ბუკიკიო, რადგან თვლის, რომ ცვლილებები პასუხობს მათ წინა რეკომენდაციებს.

ვენეციის კომისიას არანაირი შენიშვნა არ გააჩნია თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე არანაირი შენიშვნები უშიშროების ეროვნული საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ პრეზიდენტის ისტერიკა ამ ორგანოს გაუქმებასთან დაკავშირებით იყო სამარცხვინო.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ პრეზიდენტი კონფრონტაციაშია მმართველ გუნდათ და ამ შემთხვევაში არის მხარე, რაც დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

პრეზიდენტი და ეროვნული უშიშროების საბჭო მიიჩნევსრომ საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვისა და უსაფრთხოებისმონაკვეთის შემოთავაზებული სახით განხორციელება დაუშვებელიამაგრამ წარმოდგენილ ცვლილებას მხარს უჭერს ვენეციისკომისიაჩნდება კითხვათუ ჩვენ ვართ საპარლემენტო რესპუბლიკამაშინ რატომ უნდა იყოს პრეზიდენტის სათათბიროორგანო ძალა-უფლებით აღჭურვილიმით უმეტესრომ პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს ვენეციის კომისია?

მამუკა ნებიერიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა ასეთია - მთავრობამ უკეთ იცის, უშიშროების საბჭოს ფუნქციები ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში. ვენეციის კომისია არ მიიჩნევს ამ საკითხს მნიშვნელოვნად. ეს არის ორგანო, რომელიც კონკრეტულად პრეზიდენტის აპარატში შედის, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკებში პირიქით ხდება. ამიტომ, ქვეყნის მართვის თვალსაზრისით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პრეზიდენტს შეუძლია უშიშროების საბჭო დათქმით მოიწვიოს თვეში ერთხელ, ან სამ თვეში ერთხელ, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში უშიშროების საბჭოს მოწვევას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მას რაიმე სერიოზული ფუნქცია არ აქვს, ისეთი, როგორიც არის კრიზესების მართვა. კრიზისების მართვა კი, საპარლამენტო რესპუბლიკაში არის მინისტრთა კაბინეტის ხელში. ფუნქციონალურად ის ვერ იქნება პრეზიდენტის ხელში, იმიტომ, რომ პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკას არ აწარმოებს. მიმდინარე პოლიტიკას საპარლამენტო რესპუბლიკაში აწარმოებს მინისტრთა კაბინეტი. ამიტომ, კრიზისების მართვის ფუნქცია უშიშროების ვერ ექნება. ამიტომ არანაირი აზრი არ აქვს წინააღმდეგობას პრეზიდენტის მხრიდან.

მაგრამ არის პრეცედენტი როდესაც იგივე საპარლამენტო რესპუბლიკაში უშიშროების საბჭო აქვს პრეზიდენტს...

- კი ბატონო, მაგრამ ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ არის საერთო სახალხო წესით არჩეული, არჩეულია პარლამენტის მიერ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის პრეტენზიებს რეალური საფუძველი არ აქვს.

მაშინ რას ეფუძნება პრეზიდენტის შენიშვნებირომ საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვისა და უსაფრთხოების მონაკვეთისშემოთავაზებული სახით განხორციელებაან გაუქმება ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას?

- ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ლაპარაკობს საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე. სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავარ ფუნდამენტური მნიშვნელობის ცვლილებას არ აქცევს ყურადღებას. ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, მაგრამ რასაც ისინი ითხოვენ, ეს ახასიათებს საპრეზიდენტო რესპუბლიკას. იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა ვრჩებით, მაშინ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტი, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში ის, რასაც პრეზიდენტი ამბობს, მიუღებელია.

საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი ორგანო, ჯარი არის პარლამენტის. რასაკვირველია, ჯარი არის ხალხის, მაგრამ ხალხი თავის ძალა-უფლებას ვერ განახორციელებს შეიარაღებულ ძალებზე. ამიტომ, საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს უფლება აქვს პარლამენტს. პარლამენტის გარდა, არც ერთ სხვა ორგანოს არ აქვს უფლება შეიარაღებული ძალების კონტროლზე და მართვაზე.

ანუფიქრობრომ შემოთავაზებული ცვლილებებით არ ირღვევა ეროვნული უსაფრთხოების სისტემა?

- რანაირად დაარღვევს? პირიქით, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი იბრუნებს თავის ფუნქციას, განახორციელოს თავისი ძალა-უფლება, რომელიც ხალხის მიერ აქვს მიცემული.

ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებებული რეგონიჩვენს ტერიტორაზე დგას უცხო ქვეყნის სამხედრო ძალაროგორ ფიქრობთამვითარებაში უნდა მუშაობდეს თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე და უნდა ჰქონდესთუ არა ხედვა უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით?

- ჩვენ ვართ არამშვიდობის მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთთან ჩვენ არა გვაქვს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება, ისევე როგორც იაპონიას. მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, რასაკვირველია, ეს ომი არ არის, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენ არ გამოვსულვართ ომის მდგომარეობიდან. ასეთ ვითარებაში უშიშროების საკითხები არის მიმდინარე პროცესები და, რადგან ეს მიმდინარე პროცესია, აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს მინისტრთა კაბინეტს. იმიტომ, რომ ყველა პროცესს, როგორც პოლიტიკურს, ასევე სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაზღვრავს მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მიერ მიცემული უფლებით.

რატომ უნდა იაროს პრემიერ-მინისტრმა და ძალოვანმა მინისტრემა პრეზიდენტთან თათბირებზე, როდესაც გადაწყვეტილების უფლების მქონე მინისტრები ჰყავს მინისტრთა კაბინეტში, ეს ხომ დამატებითი გაუგებრობაა.

ანუდღეს არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოუფრო სათათბირო ორგანოა და მას სხვა დატვირთვა არ აქვს?

- რა თქმა უნდა, ეს არის როგორც სათათბირო ორგანო და არა როგორც ოპერატიული შტაბი, რომელიც შეესაბამება საომარ მდგომარეობას, ან ისეთ მდგომარეობას, როდესაც მშვიდობა არ არის დამყარებული. ანუ, ვერ წყვიტავს მიმდინარე ოპერატიულ საკითხებს, და ვერც გადაწყვიტავს.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებითსაუბარი იმაზერომ უშიშროების საბჭო წყვეტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასსცილდება ყველანაირ ჯანსაღ და საღ აზროვნებასრამოდენიმეჯერ შეიკრიბა საბჭომაგრამ მის მიერ მიღებულგადაწყვეტილებას რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია პროცესებზეალბათ, ამითაც არის გამოწვეული საერთაშორისოორგანიზაციების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციარომ უნდა შევქმნათ ეფექტური ორგანო...

- მოდით, მაშინ ასე ვთქვათ, იცის ვინმემ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი? - არა. ავიღოთ ბრძანებები, სააკაშვილი გამოვიდა და გასცა ბრძანება, მერე თქვა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გადაწყვიატო, თავის თავზეც აღარ აიღო. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ კომპეტენციები უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული. თუ კომპეტენცია არ არის ზუსტად და მკაცრად განსაზღვრული, ვის რა უფლება-მოვალეობები აქვს, ვერ გაიგებ, ვინ დაიწყო ომი. ანუ, ეს გაუგებრობები უნდა დასრულდეს. აბსოლუტური კოლიზიაა ის, რაც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ეს უნდა დალაგდეს და დაკონკრეტდეს, ვინ, ვისზე და რაზეა პასუხისმგებელი. საპარლამენტო რესპუბლიკაში პასუხისმგებლობას იღებს პარლამენტი და ყველაფერს ამას ახორციელებს მინისტრთა კაბინეტი. ომის წარმოება და მასთან დაკავშირებული საკითხები არის მინისტრთა კაბინეტის პრეროგატივა.

რაც შეეხება ფორმალიზებულ მხარეს, პრეზიდენტის მიერ ომის ან მშვიდობის გამოცახდება, კი ბატონო, საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტს ფაქტიურად მონარქის ფუნქცია აქვს. მაგრამ ეს პიროვნება უნდა იყოს საკმაოდ ავტორიტეტული საზოგადოებაში, არ უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკური პოზიცია და ა.შ. რაც არ ჯდება მოქმედი პრეზიდენტის პორტრეტში. მმართველ გუნდთან, კონფრონტაციაში შესული პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ოპოზიციიდან წამოსულ თითქმის ყველა წამოწყებას უჭერს მხარს. პრეზიდენტი არის მხარე. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არაობიექტურია.

ამ ლოგიკით გამოდისრომ უშიშროების საბჭოს იმ ფორმით არსებობარა ფორმითაც დღეს არსებობსარასწორიამით უმეტესროდესაც საუბარია საპარლამენტო მმართველობაზე?

- რა თქმა უნდა, სამ ქვეყანაში - ბულგარეთში, ესტონეთში და ლატვიაში არის უშიშრობის საბჭო, მაგრამ იქ არავის არ მოუვა თავში უშიშროების საბჭო აქციოს ქვაკუთხედად უსაფრთხოების სფეროში და მას ჩააბარონ მნიშვნელოვანი ფუნქციები. ეს არის სათათბირო ორგანო. სამივე ეს ქვეყანა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტი არის არჩეული პარლამენტის მიერ, მაგრამ არა უშიშროების საბჭო, რომელიც არის სათათბირო ორგანო. აქ პირიქით, ერთ-ერთ ძალისმიერ ცენტრად ითვლება. მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, აი, ამ რეალობას ვერ აღიქვამს პრეზიდენტი და მისი გუნდი.  

 


ავტორი: for.ge