ელოდება თუ არა მსოფლიოს ახალი ვირუსი - ჯანმრთელობისათვის საშიში ზონების რუკა
ამობეჭდვა · 2017-06-26 00:40:00 · 694 ნახვა

მსოფლიოს სახიფათო ზონების რუკის მიხედვით, სამხრეთ ამერიკა პოტენციური ვირუსების კერაა. 

​ნიუ იორკის ეკოჰოლდინგის ალიანსმა შეისწავლა ძუძუმწოვრები და მათი ვირუსების ურთიერთქმედება ადამიანებთან. ​მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მოპოვებული ცოდნა შეიძლება მომავალში გამოიყენონ ებოლას, აივ და გრიპის ვირუსების თავიდან ასაცილებლად. შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთმა ვირუსმა დიდი ნახტომი განიცადა და ცხოველებიდან პირდაპირ ადამიანებზე გადავიდა. ამის მაგალითია ებოლა და აივ ვირუსი.

 

​კვლევის თანახმად, ღამურებს უფრო მეტი ვირუსი გადააქვთ, ვიდრე ძუძუმწოვრებს. 

 

​მკვლევარები სწავლობენ 586 ვირუსს, რომელიც 754 სახეობის ძუძუმწოვარშია გავრცელებული. აქედან 187 ინფექცია ზოონოზურია - ვირუსი ვრცელდება როგორც ადამიანებზე, ისე სხვა ძუძუმწოვრებზე.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად გამოვლინდა 17 ზოონოზური სახეობის ინფექცია ღამურებში და ასევე, 10 ინფექცია სხვადასხვა სახეობის პრიმატსა და მღრღნელში. ამის მიხედვით მკვლევართა ჯგუფმა შეადგინა რუკა, სადაც ჯანმრთელობისათვის საშიში ზონებია დატანილი. 

 


 

 

ვირუსების მთავარი გამავრცელებლები ღამურები არიან. ყველაზე სახიფათო ზონად კვლავ სამხრეთ ამერიკა ითვლება. 

 


 

პრიმატების მიერ გავრცელებული ვირუსები ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია თავმოყრილი

 

​მღრღნელების მიერ გავრცელებული დაავადებები კვლავ აქტუალურია, თუმცა მათი უმეტესობა სამხრეთ ამერიკაშია კონცენტრირებული. 

​მეცნიერებათა დოქტორის კევინ ოლივალის განცხადებით, ღამურების საშუალებით შესაძლებელია ვირუსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდეს.

​მკვლევარების განცხადებით, მათი რუკები მსოფლიოს დაეხმარება თავიდან აიცილოს მომავალი მასშტაბური ვირუსი, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში გავრცელდეს. ვირუსების მთავარი გამავრცელებლები მღრღნელები, პრიმატები და ღამურები იქნებიან.

​კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერმა ჯეიმს ლოიდ-სმიტმა განაცხადა, რომ თითქმის ყველა ვირუსი ზოონოზურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროება. 

​მკვლევარების შემდეგი პროექტი ფრინველების შესწავლას ითვალისწინებს, რათა გამოვლინდეს ის ვირუსები, რომელიც მათი მეშვეობით ვრცელდება. 

 

წყარო