„ვინც კომკავშირულად და კომუნისტურად აზროვნებს, მისთვის მონარქიის გაგება რთულია“
ამობეჭდვა · 2017-06-25 18:42:00 · 719 ნახვა

პატრიარქის იდეას კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ. „გირჩის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ მონარქია კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და უსამართლო პერიოდია. „გირჩის“ არგუმენტი ისიცაა, რომ ისინი ვერ აუხსნიან საკუთარ შვილებს, რომ თურმე შეიძლება ადამიანები მეფეებად და ქვეშევრდომებად იყოფოდნენ. „გირჩის“ წევრებისგან განსხვავებით ფიქრობს „სახალხო ფრონტის“ ლიდერი.

For.ge ნოდარ ნათაძეს ესაუბრა.

ნოდარ ნათაძე: ეს გირჩია, ბანანია, თუ რაღაც ჯანდაბა, ისინი არიან იდიოტები. ადამიანები თანასწორნი არიან თუ არა, ეს არ იზომება მონარქიის არსებობით ან არარსებობით. მონარქია მსოფლიოში ზოგან არის, ზოგან არ არის, მაგრამ სადაც არის, იქ არავითარ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ანაქრონიზმს. ინგლისი დედამიწის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, იქ არის მონარქია და არავის ხელს არ უშლის. თანაც, მისი შენახვა ბევრად ნაკლები ჯდება, ვიდრე ნებისმიერი საპრეზიდენტო არჩევნები.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მეფის სასახლეში არ ანთებულა ბუხარი, უბრალო ცეცხლიც არ ანთებულა ეკონომიის გამო, ომის დროს კი დღევანდელი დედოფალი მუშაობდა სასწრაფო მანქანის მძღოლად და სანიტრად. რეალურად, მონარქიას სჭირდება მონარქი, მაგრამ დღეს ჩვენ ამის პრეტენდენტი და საკმარისი შარავანდით შემოსილი კაცი არ გვყავს. პრინციპში, ჩვენ რომ მონარქია აღვადგინოთ, ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონარქია. ბაგრატიონების მონარქია იმდენად ხელშეუხებელი იყო, რომ თვით საქართველოს დამოუკიდებლობის არარსებობის ხანებშიც კი ვიღაც მარიონეტს რომ დაგვისვამდნენ ხან სპარსეთიდან, ხან ოსმალეთიდან, ეს მარიონეტიც აუცილებლად ბაგრატიონი უნდა ყოფილიყო. არავის გაუბედავს ბაგრატიონის მაგივრად ამ ტახტზე ვიღაც სხვა დაესვა. ჩვენი პრობლემა დღეს არის მონარქის პიროვნება. მონარქის პიროვნებაზე კი ცალსახადაა დამოკიდებული მონარქიის პრესტიჟი საქართველოში. ასე რომ, პატრიარქის განცხადებაში ლოგიკა არის, პრაქტიკული გათვლაც არის, მაგრამ გადაულახავი დაბრკოლება ამ წუთში არის ის, რომ მონარქობის კანდიდატი არ გვყავს. შესაძლებელია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით მუხრან-ბაგრატიონის შვილი აღიზარდოს ეკლესიასთან ახლოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათი შთამომავლის ხარისხი ვიცით.

შუა საუკუნეებისთვის ფეოდალური მონარქია იყო მართვის ოპტიმალური ფორმა, რომელმაც ინგლისში, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში გაძლო და მოერგო თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციებს.

ასე რომგადაჭარბებულია „გირჩის“ პათოსირომ მონარქია არის ყველაზე ბნელი და უსამართლო პერიოდი.

- რა იცის „გირჩმა“, უსამართლო პერიოდი რა არის? მონარქია და ფეოდალიზმი იმ აზრით, რომლითაც არსებობდა საქართველოში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში, ყველაზე ჰუმანური, ნამდვილი და ადამიანის ბუნებასთან მორგებული, დისციპლინის შემქნელი ფორმაა შუა საუკუნეების მმართველობაში და ამის გვირგვინია მონარქია. სხვაგან ფეოდალიზმი ამ აზრით არ ყოფილა. მაგალითად, ფეოდალიზმი რუსეთში იყო დესპოტია და აღმოსავლეთ ევროპაშიც იყო დესპოტია. მონარქის პიროვნებაში, რომელიც ახლა უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებული თვისებები უნდა დაინახოს რიგითმა მოქალაქემ, თორემ მარტო სიმბოლური ფაქტორით კონსტიტუციური მონარქია ვერ აღდგება.

თუნდაც ინგლისი რომ ავიღოთინგლისელები ხედავენ საკუთარი მონარქის განსაკუთრებულ თვისებებსსაუბარი არ მაქვსდედა-დედოფლად წოდებულ ელისაბედ მეორის დედაზე ან უშუალოდ ელისაბედ მეორეზერომელიც ბრიტანელებისთვისსაამაყოათანამედროვე პრინცებზე შეიძლება ითქვასრომ ისინი არიან ღირსეული კანდიდატები და ამართლებენ მონარქისტიტულს

- ელისაბედი, რომელიც ტახტზეა, კარგი მონარქია და მან ძალიან გაამართლა. სხვების შესახებ რა მოგახსენოთ, ვიცი მხოლოდ, რომ მისი შვილი ცხენების კარგი სპეციალსიტია. სხვა რაიმე მისი კვალიფიკაციის შესახებ გახმაურებული არ არის.

თავის დროზეროცა ილია მეორემ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილი გაახმოვანამაშინაც იყვნენ მომხრეები დამოწინააღმდეგეებიერთნი ამბობდნენრომ რუსეთს არ სურდა საქართველოში მონარქიის აღდგენადღესაც რუსეთი ამგანწყობის იქნება?

- რასაკვირველია, ყველაფერი, რაც საქართველოს წაადგება, რუსეთისთვის ყელში გახიდული ქვაა.

იქნებკონსტიტუციურ მონარქიაზე ფიქრი დღის წესრიგში კვლავაც იმიტომ დადგარომ საკონსტიტუციო ცვლილებებისგანხილვამ და პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დავამ ყველას მოაბეზრა თავიმონარქიის შემთხვევაშიდღის წესრიგშიაუცილებლად დადგება მონარქიული კონსტიტუციის შექმნარამდენად რთული იქნება კიდევ ახალ კონსტიტუციაზე გადასვლა

- მონარქიული კონსტიტუციის შექმნა სულაც არ არის რთული. ბევრად უფრო ძნელია თანამედროვე სტრუქტურების რაციონალურად აგება წმინდა სეკულარულ, ანუ საერო საფუძველზე. პრეზიდენტის ფუნქციების განსაზღვრა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე მონარქის ფუნქციების განსაზღვრა.

და ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მოწყობის ისეთი ფორმაროცა მეფე მეფობსმაგრამ არ მართავს?

- სახელმწიფოს პრაქტიკულ მართვაში ინგლისური მონარქიაც არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, იქ, სადაც მოთხოვნაა, რომ ავტორიტეტული სიტყვა ითქვას და ეს ავტორიტეტული სიტყვა იყოს გარანტირებულად ნეიტრალური ქვეშევრდომების მიმართ, რა თქმა უნდა, მონარქია შეუნაცვლებელია. ვინც კომკავშირულად და კომუნისტურად აზროვნებს, მისთვის ამის გაგება რთულია. რაც შეხება იმას, მონარქიის მეშვეობით დავიბრუნებთ თუ არა ჩვენს დროებით დაკარგულ ტერიტორიებს, სანამ შთამბეჭდავი კანდიდატი არ ჩანს, მანამდე ეს უტოპიაა. მონარქიის აღდგენა საქართველოში აუცილებელი არ არის, მაგრამ ცუდი არ იქნება, რადგან ჩვენ გვეყოლება მსოფლიოში უძველესი მონარქია, რაც პლუსია სახელმწიფოსთვის. დაიზოგება პრეზიდენტის არჩევნებისთვის გაღებული დიდძალი თანხები და სიმბოლურ ფუნქციებს, რასაც ასრულებს პრეზიდენტი, შეასრულებს მეფე. ხოლო, რომელი ფუნქცია შეასრულოს და როგორ მოიქცეს, ამას უკარნახებს პრემიერ-მინისტრი.

ბევრს საუბრობენ ქართველი ბაგრატიონების ღვთაებრივ წარმოშობაზერომ ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველისშთამომავლები არიან და ამ მოსაზრების მიხედვითმარიამ ღვთისმშობელს ნათესავადაც ერგებიანამის შესახებ ბაგრატიონთაისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე მოგვითხრობსდავით აღმაშენებლის უცნობი ისტორიკოსი კი ბიბლიური დავითის 78-შთამომავლად ასახელებს მეფე დავითსიგივე მეორდებაგრიგოლ ხანძთელის“ ცხოვრებაშიცსადაც გრიგოლ ხანძთელი აშოტკურაპალატს დავით წინასწარმეტყველის და უფლისა მიერ ცხებულის შვილად მიიჩნევსეს უფრო ჰიპოთეტური ნათქვამიათურეალობასთან აქვს კავშირი?

- ეს არის ბაგრატიონების იდეოლოგია შუა საუკუნებში, რასაც ბევრი სახიფათო შედეგი მოჰყვა თამარ მეფის დროს. ცხადია, ასეთი იდეოლოგია არსებობდა. იმ პერიოდში ჩვენთვის მავნებელი კონცეფცია გავრცელდა, რომელმაც მოიტანა ასეთი გამოთქმა ისტორიის ტექსტში, რომ „მიუდგა თამარი განწმენდილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მხურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბახმელისა ბეთლემ-მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა“.

თქვენალბათგულისხმობთ „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ ძეგლს -„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, სადაცსაუბარია თამარ მეფის .მეოთხე ჰიპოსტასობისა და „ბუნებითი ღმერთობის“ შესახებამ ნაშრომის მიხედვით თამარიმართლაც გათანაბრებულია ღმრთისმშობელთანლაშა-გიორგი კი -იესო ქრისტესთან და ეს ქართული მესიანისტური იდეისნაწილია

- დიახ, თამარ მეფე გათანაბრებულია ღმერთთან და ეს არის მკრეხელობა. სხვათა შორის, თამარ მეფის კარზე მოღვაწე ქართველი პოეტი, ჩახრუხაძე ამ იდეოლოგიას იზიარებს, ხოლო მერორე პოეტი იოანე შავთელი, რომელიც მასზე ასაკით უფროსია, არ იზიარებს და იძულებულია ილუზია შექმნას, თითქოს ამას ამბობს. სინამდვილეში, ამას არ ამბობს, ეს იყო სამწუხარო ფაქტი ჩვენს ისტორიაში. სინამდვილეში, დავით წინასწარმეტყველთან ბაგრატიონების დაკავშირება მითოლოგიაა. ამის ტექსტობრივი დასტური არ გვაქვს, მაგრამ შურდულს რომ ხატავდნენ, შურდული რომ იყო გამოსახული ბაგრატიონების გერბზე, აქ იგულისხმებოდა დავით წინასწარმეტყველის შურდული, რომლითაც სულ ახალგაზრდა დავით მეფსალმუნემ გოლიათი მოკლა. 



ავტორი: for.ge