„პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ დესტრუქცივიზმის ყველა რეკორდი მოხსნეს“
ამობეჭდვა · 2017-06-27 00:19:00 · 664 ნახვა

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ 2018 წელს ქართველი ხალხი აირჩევს იმ პრეზიდენტს, რომელიც განთავისუფლებული იქნება მახინჯი ამბიციებისგან და იმ უარყოფითი დატვირთებისგან, რაც მისი თქმით, დღევანდელ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას გააჩნია. პარლამენტის წევრი თვლის, რომ საერთოდ გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის როლი მთლიან ამ პროცესში.

for.ge დავით მათიკაშვილს ესაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებითისტორიულად ბევრად უფრო რთულ პერიოდშიცშემდგარა კონსენსუსი და იმისთვისრომ ამჯერადაც შედგესუნდა დაიწყოს დიალოგითავის მხრივ პრეზიდენტისადმინისტრაციის უფროსი ბრალდებას გიყენებთრომ ეს არ არის ის დოკუმენტირომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნარადოკუმენტს უყარეთ კენჭი საქართველოს პარლამენტში?

დავით მათიკაშვილი: ნამდვილად არ მიხარია ამას რომ ვამბობ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, არ მაძლევენ სხვა საშუალებას. სამწუხაროდ, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია რაციონალური განსჯის ორბიტიდან არიან გასული. ეს დღეს და გუშინ არ მომხდარა. სამწუხაროდ, ბოლო 4–5 თვეა ჩვენ ვხედავთ ისეთ პროცესებს და ვისმენთ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება საკონსტიტუციო უმაღლესი თანამდებობის პირს და მის ადმინისტრაციას.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ დესტრუქცივიზმის ყველა რეკორდი მოხსნეს. ერთი ხელით დიალოგის შემოთავაზება, მეორე ხელით ადმინისტრაციის თანამშრომლების პირით, ფაქტობრივად ლანძღვა, ცილისწამება და ტალახის სროლა იმ მიმართულებით, რომელსაც ქვეყნის ძირითადი კანონის დახვეწა და სრულყოფა ჰქვია...

თუკი შეადარებთ მოქმედ და ახალ კონსტიტუციას, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ისეთივე განსხვავებაა, როგორც ცა და დედამიწას შორის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მოქმედებს კონსტიტუცია, რომელიც ავტორიტარიზმის სრულ გარანტიას იძლეოდა. სწორედ ასეთი კონსტიტუცია შექმნა 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რადგან პუტინიზაციის შეუმდგარი მცდელობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს.

იგივე ბრალდება აქვს ოპოზიციასრომ მმართველი ძალა თავის თავზე ირგებს კონსტიტუციას...

– მმართველი გუნდი ადგენს ძალიან მარტივად გასაგებ და ასახსნელ პოსტულატებს. კერძოდ, 2024 წლიდან ქვეყანა გადადის მთლიანად პროპორციულ რეჟიმზე, ეს არ შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, მაინც, პლურალიზმის მხარდასაჭერად, მმართველი გუნდი ბარიერს წევს 3%–მდე და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის სწორედ კონსენსუსისკენ, დიალოგისკენ და თანხმობისკენ გამართული ხელი. ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა არის სწორი, მიუხადავად ამისა, 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება.

რატომ დატოვეთ ძალაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაეს არის ერთერთი საკითხი რატომაც ოპონენტებიგაკრიტიკებენ... 

– მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ არ მოხდეს სპეკულაციები, თითქოს „ქართული ოცნება“ ვიღაც სახელს და გვარებს, პერსონალიებს ებრძვის. კონსტიტუციური რეგულაციებით მაქსიმალურად რეგულიდება და სრულდება ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა, ეს ჩვენს ოპონენტებს ავიწყდებათ. რაც შეეხება ოპონენტებს, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ, მხოლოდ ის უნდათ, რომ ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება ისე, როგორც თვითონ სურთ. მათ არ სურთ არანაირი კონსენსუსი.

ოპონენტებთან ერთად განიხილავთ პრეზიდენტსაცპრეზიდენტიც ხომ იგივე პოზიციაზეამაგალითადექსპეტრები ამბობენრომ პრეზიდენტი თავისივე განცხადებებში დაიკარგა...

– ნამდვილად, თან უკვე დიდი ხანია, ეს არ გახლავთ გუშინდელი მოვლენა. სამწუხაროდ ვამბობ ამას, ნამდვილად არ მიხარია ამის ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის ის პირი, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით და ასევე იმ კონსტიტუციის პროექტით, რომელსაც მხარს ვუჭერთ, სახელმწიფოს მეთაურად არის წარმოდგენილი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობისა და კონსენსუსის სიმბოლო, წარმოადგენს ამ კონსენსუსის და ერთიანობის გამხლეჩ ძალას; ხელს უწყობს დაშლას და გახლეჩვას, მეტი რა შეიძლება ითქვას.

ის, რომ პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის წევრებს სიტყვა გაურბით და დაკავებული არიან ცილისწამებით, ლაფისა და ტალახის სროლით, ვერ ეტევიან ჩარჩოებში, რომელიც კანონით არის მათთვის დადგენილი, ამას ყველა ვხედავთ. საერთოდ, გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის როლი მთლიან ამ პროცესში, საერთოდ გაუგებარია, რას წარმოადგენს, ისევე, როგორც გაუგებარია მისი ნაბიჯები.

გიორგი აბაშიშვილი საკმაოდ აქტიურად არის დაკავებული მთავრობის კრიტიკით... 

– სამწუხაროა. პიროვნულად არავის არ ვეხები, მე ინსტიტუციებზე მაქვს საუბარი. როდესაც ინსტიტუცია და მისი კონკრეტული თანამშრომელი ასეთი ენით საუბრობს, ჯერ ერთი, რომ ინსტიტუციას აზიანებს და მეორეც, არ მგონია, რომ ასეთმა პოლიტიკოსებმა დიდხანს გაძლონ პოლიტიკურ ორბიტაზე, ისინი აუცილებლად გაქრებიან, იმიტომ, რომ არ შეიძლება საზოგადოებამ არჩევნებზე მათ საკადრისი პასუხი არ გასცეს.

ფაქტია და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ასპარეზისთვის ემზადება და მთელ ამ მოცემულობას იყენებს იმისათვის, რომ რაღაცა პოლიტიკური ქულები დაიწეროს ვინმეს თვალში, მაგრამ ეს ჩანასახშივე შეუმდგარი პროცესია, არ არსეობობს, გამორიცხულია. პიროვნება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის სიმბოლოს და სახეს, არ ენანება არც ერთი წუთი და საათი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დისკრედიტაციას - პირველ რიგში, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოლიტიკურ ნაბიჯებსექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებსრომ პრეზიდენტირომელსაცსაზოგადეობა იცნობს, როგორც არას მთქმელს და მხოლოდ ვეტოს ავტორსგაუჭიდება პოლიტიკაში შემოსვლათუნდაც იმფონზერომ იკლებს „ქართული ოცნების“ რეიტინგი...

– აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ რამაზს. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა და ბრწყინვალედ ამჩნევს, ხედავს რეალურად სად არის სიმართლე. ძალიან წარმატებით დაასრულა მუშაობა საკონსტიტუციო კომისიამ, კომისიის ფარგლებში იმუშავეს არაერთმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანაზიაცებმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიდიოდა მიზანმიმართული კამპანია, თითქოს კომისია და „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს უფლებებს ართმევს, უკვეცავს და, რომ, თურმე, ხალხს ართმევს არჩევანის უფლებას.

საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნითვე დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იყო სრულიად მართალი, როდესაც ამბობდა, რომ არანიარ შეკვეცაზე არ არის ლაპარაკი. ძალიან მარტივია, კონსტიტუცია, რომელიც პირდაპირ ითავლისწინებდა იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ძალიან დემოკრატიული და სამართლებრივად გამართული საარჩევნო სისტემით ავტოკრატული რეჟიმი მოეპოვებინა მმართველ ძალას, ამ მმართველმა ძალამ თავისივე ხელით მოახდინა ის, რომ შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისეთი სისტემით, რომელიც ამას სრულიად გამორიცხავს.

ამ ყველაფრის ფონზე ნეგატიური შეფასება, მხოლო და მხოლოდ ერთ აზრს წარმოქმნის, რომ დესტრუქცივიზმის გზით არჩია სიარული ჩვენმა ოპოზიციამ, მათ შორის პრეზიდენტმა. ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყოს პროცესს, ხდება მისი ხელის შეშლა. მაგრამ არავის არაფერი არ გამოუვა, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. საზოგადოება, ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო იმსახურებს იმას, რომ მას ჰქონდეს ზუსტად ისეთი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელის მხარდაჭერაც მოხდა მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტში.

სწორედ ამ საზოგადოების მოტყუებაში გადანაშაულებთ გიორგი აბაშიშვილირომლის განცხადებითპარლამენტის სხდომადაემსგავსა პარტიის ყრილობასროგორ ფიქრობთეს ნიშნავს იმასრომ პრეზიდენტი რეალურად ოპოზიციაშია მმართველგუნდთთან?

– ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ეს არის რეალობა, პრეზიდენტი საერთოდ ამოვარდინილია სამართლებრივი სახელმწიფოს მთლიანი კონტექსტიდან. არ შეიძლება პრეზიდენი იყოს ოპოზიციონერი, ეს ყველაზე კარგად თვითონ პრეზიდენტმა უნდა იცოდეს. სამწუხაროდ, პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებით დასტურდება ის, რომ სახელმწიფოს მეთაური არა მხოლოდ მთავარობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, მის ხალხს უდგას ოპოზიაში, ეს არის ხაზგასასმელი. ერთხელ უკვე მოვუწოდე ადმინისტრაციის უფროსს და იგივეს გავიმეორებ დღესაც, რომ ნუ გავა კანონისა და იმ უფლებამოსილების ფარგლებიდან, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს არის სრული დესტრუქცივიზმი. ყველამ უნდა იცოდეს მისი უფლებამოსილება. შეასრულონ საკუთარი მოვალეობები. თუ გონიათ, რომ მათ კიდევ შეუძლიათ რაიმე კარგი გააკეთონ ამ პროცესში, მუხლობრივად გაეცნონ ყველაფრს და ისე გააკეთონ კომენტარები. იმიტომ, რომ აშკარად რჩება შთაბეჭდილება საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ კონსტიტუციური ცვლილებების მთლიან მორფოლოგიაზე და მთლიან შიგთავსზე.

თქვენ ფიქრობთრომ ყურადღებას არ აქცევენ

– ალბათ, შეგნებულად არ აკეთებენ ამას. ერთია, რომ ფიქრობენ ქულებს დაიწერენ იმ ვითომდა სავარაუდო პოლიტიკური ასპარეზისთვის, ან მეორეა - ისეთი ადამიანის პოზიციაში არიან, რომელსაც არც არაფრის გაგება არ უნდა და არც არაფარის მოსმენა. კიდევ ერთელ ვიმეორებ, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმსახურებს იმას, რომ მას ჰქონდეს დემოკრატიული კონსტიტუცია და ამ პროცესით არის დღეს დაკავებული უმრავლესობა.

სამწუხაროდ, დარბაზში ვერ ხედავთ ოპოზიციას და არა იმიტომ, რომ ბოიკოტირების რეჟიმი პოლიტიკურად ხელსაყრელია მმათთვის, - არა. პოლიტიკურად ხელსაყრელი ვერ იქნებოდა მათთვის აქ ყოფნა იმის გამო, რომ მათ არანაიარი არგუმენტი კონსტიტუციის ძალიან პროგრესული და დემოკრატიული ჩანაწერების მიმართ არ აქვთ და ვერ ექნებათ. სწორედ ამიტომ მოახდინეს მათ ეს ე.წ. ბოკოტირება. სინამდვილეში ისინი ბოიკოტირებას პარლამენტს და უმრავლესობას კი არ უწევენ, არამედ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს.

ისრომ ოპოზიცია ბოიკოტირების რეჟიმშია და არ მონაწილეობს კენჭისყრაშიეს ლეგიტიმაციის პროცესს არ აყენებს კითხვისნიშნის ქვეშ?

– ერთი წამითაც ვერ აყენებს ლეგიტიმაციის პროცესს ჩრდილს, ეს კონსტიტუცია იქნება ლეგიტიმური.

როგორ ფიქრობთსაპროტესტო მუხტის ორგანიზებას შეძლებს ოპოზიციარისთვისაც ემზადება

– აშკარაა, რომ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ საზოგადოება ბრწყინვალედ ხედავს სად არის სიმართლე და სად ტყუილი, საზოგადოებას კარგად ესმის ვის, რისი სურვილი აქვს. საზოგადოებამ არაჩვეულებრივად დაინახა, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური და მერკანტილური ინტერესებისთვის ხელსაყრელი იყო ამ კონსტიტუციის დატოვება, ეს იყო მმართველი ძალა.

თვითონ შეცვალა ისეთი პუნქტები, სამართლებრივად სწორად, მაგრამ მერკანტილურად შეიძლება საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის კიდევ არაერთხელ გამოეყენებინა. ამაზე უარი თქვა „ქართულმა ოცნებამ“, ამას ყველაფერს ხედავს საზოგადოება. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ თუკი საპრტოტესტო მუხტი იქნება, საპროტესტო მუხტი იქნება ამ დესრტუქცივიზმის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ვისმენთ. და არა იმ პოზიტიური პროცესების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტში.

როგორ შეიძლება დასრულდეს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებული დაპირისპირება?

– საქართველოში 2018 წელს ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები, ქართველი ხალხი აირჩევს იმ პრეზიდენტს, რომელიც განთავისუფლებული იქნება ამ მახინჯი ამბიციებისგან და იმ უარყოფითი დატვირთებისგან, რაც სამწუხაროდ, დღევანდელ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას გააჩნია. საქართველოს ბოლოს და ბოლოს ეღირსება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მართლაც გამოხატავს ერის სულისკვეთებას, იქნება ზეპარტიული და ქვეყანა ამ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით მართლაც მოახდენს ბალანსის დაჭერას სახელისუფლებო შტოებს შორის.