„მარგველაშვილს სურს, დასავლეთის საყრდენის პოზიცია მოიპოვოს“
ამობეჭდვა · 2017-06-30 00:20:00 · 660 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიფიქრობს საკუთარ მანდატზე, რომელიც სინამდვილეში არის ნეიტრალური არბიტრის, წარმომადგენლობითი და ზეპარტიული მანდატი; საპარლამენტო მოდელზე გადასვლისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ახალი კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება, პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძისთქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტი ცდილობს გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები, ისევე, როგორც ოპოზიციური პარტიები ცდილობენ გამოიყენონ პრეზიდენტი.

რა პროცესებთან გვაქვს საქმე და ვის რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

უმრავლესობა თვლისრომ პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების გამოყენებას ცდილობსხოლო ოპოზიცია ახერხებს პირიქითპრეზიდენტის გამოყენებასდავუშვათოპოზიციის ინტერესშია არეულობა და ქაოსიპრეზიდენტს სიტუაციის არევა რაში უნდააძლევდეს ხელს?

- არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს აწყობს სიტუაციის არევა. ის არის პოლიტიკოსი, მაღალი თანამდებობის პირი და მას აქვს თავისი ინტერესები, როგორც პიროვნებას, რომელსაც აქვს ქვეყნის სამსახურის მისეული გაგება და მისეული წარმოდგენა მომავალზე - ანუ რა მოხდება ვადის დასრულების შემდეგ.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მისი პოზიციები ხანდახან არ ემთხვევა ხელისუფლების პოზიციას, ზოგჯერ კი, საზოგადოების თვალსაზრისით - ემთხვევა. თავისთავად ცხადია, რომ მარგველაშვილის ამოცანა არის იყოს შეუცვლელი დასავლეთისთვის რეგიონში და კერძოდ, საქართველოში.

მოგეხსენებათ, გეოსტრატეგიული ვითარება საქართველოსა და სამეზობლოსთან მიმართებაში - დასავლეთის პოზიცია ბოლო პერიოდში არსებითად შეიცვალა - ახალი სიტუაციაა, ვითარება ისევ მწვავეა სირიის გარშემო, თურქეთი და რუსეთი ბოლო საუკუნეების განმავლობაში პირველად დაახლოვდნენ ასე მჭიდროდ, თუმცა, რა იქნება მომავალში, სხვა საკითხია.

ვხედავთ იმასაც, რა იმპულსები მოდის, დასავლეთიდან არა, მაგრამ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებიდან საქართველოში. ეს არის არასამთავრობოების ჯგუფი და რამდენიმე პოლიტიკური პარტია - იმპულსები კი გულისხმობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეზობელთან, აზერბაიჯანთან გარკვეული პოზიციის დაკავებას, რაც დაპირისპირებას გულისხმობს, როგორც ეს აჩვენა მუხტარლის საქმემ - ძალიან საინტერესო პასაჟია - არავინ არ არის პატარა ბავშვი, რომ ვერ მიხვდეს, თუ პრინციპულ პოზიციას დაიკავებს საქართველოს მთავრობა მუხტარლის საკითხში, ეს გაამწვავებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, რომელიც დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი იყო დიდხანს, მამა ალიევიდან მოყოლებული.

აზერბაიჯანს დღეს რამდენადმე გაუფუჭდა ურთიერთობები ევროკავშირთან, ხოლო მას შემდეგ, რაც ერდოღანის თურქეთი ულტიმატუმებს უყენებს აშშ-ს და ევროკავშირს პერიოდულად, რომელიც ნავთობპროდუქტების გადაზიდვებში აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორია, მივიღეთ ძალზე საინტერესო კონფიგურაცია - თუ ამოვალთ  მარგველაშვილის თემიდან, ეს ყველაფერი მას აიძულებს, იზრუნოს თავის პოლიტიკურ მომავალზე.

ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები ხალხში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობენ. ეს იცის დასავლეთმაც, მისმა წარმომადგენლობამაც საქართველოში და მარგველაშვილმაც.

გარდა ამისა, იქმნება უსუფაშვილის ახალი პარტიაც, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კეთილგანწყობა ივანიშვილისგან, რადგან ოდესღაც კარგად თანამშრომლობდნენ უსუფაშვილის ოჯახი და ივანიშვილი, მაგრამ ძნელია პოპულარობის მოპოვება, რადგან მხოლოდ პროდასავლურ ფლანგზე მოხდება ელექტორატის დივერსიფიკაცია.

ასეთ შემთხვევაში მარგველაშვილი თავისი გუნდით შეიძლება იყოს ერთ-ერთი დასაყრდენი დასავლეთისთვის. ამიტომ ცდილობს მარგველაშვილი დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის იქნება ერთ-ერთი პერსპექტიული და სანდო პარტნიორი, რომ ის მოძრაობს იმ ფლანგზე, რომელსაც ჰქვია ოპოზიცია და ამავე დროს, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს არის ამერიკული არასამთავრობოები, რომლებიც წლების განმავლობაში ეიმედება დასავლეთს.

ამ ჯგუფების შემოკრებას და ამით თავისი პოლიტიკური მომავლის განსაზღვრას ცდილობს მარგველაშვილი. მისი განცხადება, რომ ის კენჭს არ იყრის რომ ჩატარდეს პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნები და როგორც ვხედავთ, ტარდება კიდეც, არ ნიშნავს, რომ მარგველაშვილს პოლიტიკიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.

თუ დასავლეთმა ჩათვალა, რომ მარგველაშვილის გარშემო პროდასავლური ძალების გაერთიანება ეფექტური იქნება და ქართული საზოგადოებისგან ექნება გარკვეული მხარდაჭერა, მისი ფიგურა მეტ მნიშვნელობას შეიძენს. ის პრობლემები რაც კითხვაში დასვით, არის ამ სიტუაციის ანარეკლი.

მარგველაშვილი არის იმ დონის პოლიტიკური ფიგურარომ ამ მასშტაბის პოლიტიკური თამაში ითამაშოსრამდენიმეოპოზიციური პარტია და არასამთავრობოები გასაგებიამაგრამ ხალხის მხარდაჭერა ასეთ სცენარში, შეუძლებელიაბოლოადგილს იკავებდეს... 

- მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენად აქვს მას ხალხის მხარდაჭერა და დამკვირვებლის პოზიციიდან შევაფასოთ. უცხოურ საზოგადოებრივი აზრის მკვლევარ ორგანიზაციებს საქართველო არ ენდობა; ქართული ორგანიზაციები, მოსახლეობის უმეტესობის ნდობით აღჭურვილი - არ არსებობს; ამიტომ არ ვიცით, ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში და მხოლოდ ინტუიციით შეიძლება ვხვდებოდეთ.

სოციალური ქსელების ნდობა თუ შეიძლებახშირად შეხვდებით მოსაზრებასრომ თავისი პრეზიდენტობის ვადაში ოჯახისმეგობრების ციხიდან დახსნით იყო ძირითადად დაკავებული...

- ნუ დავეყრდნობით სოციალურ ქსელს, რადგან საზოგადოების განწყობას ვერ ასახავს, რადგან იქ ძირითადად, ახალგაზრდობა აქტიურობს და ნაკლებად, რომ პოლიტიკურ განწყობებს ასახავდეს. ამიტომ ძალიან ძნელია მარგველაშვილის პოლიტიკური წონის შეფასება. ვიცით ის, რომ პოლიტიკაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილის ნებით და ავტორიტეტით. ამიტომ, ვიდრე დამოუკიდებლად არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და სამართლიან და ობიექტურ არჩევნებში არ გაიგებს თავის რეიტინგს, ხალხის მხარდაჭერას, ძნელი იქნება ვიმსჯელოთ მისი თვითშეფასებიდან ან რაიმე სხვა მსგავსი არგუმენტებიდან გამომდინარე.

როგორც კი ივანიშვილის და მარგველაშვილის გზები გაიყარა და ოპონირების რეჟიმში გადავიდა ეს ორი ფიგურა, ერთი - „ოცნების“ მხარდაჭერილი სახელმწიფოს პირველი პირი, ხოლო მეორე - ქვეყნის პრემიერი და შემდეგ ფაქტობრივი, არაფორმალური მმართველი, იმ დღიდან უნდა გადამდგარიყო მარგველაშვილი და ხელახლა ეყარა კენჭი ამ თანამდებობაზე.

მაგრამ თუ ცალკე პიროვნებას განვიხილავთ - პოლიტიკაში დებიუტი სხვისი ნების აღსრულება იყო, მაგრამ ის ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურა გახლდათ, კულტურული, განათლებული, არასამთავრობო სექტორშიც შესამჩნევი იყო და საკმაოდ სოლიდურ სასწავლო დაწესებულებას, ჯიპასაც ხელმძღვანელობდა. მას ყველა მონაცემი აქვს, რომ გავლენიანი პოლიტიკოსი იყოს, მაგრამ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ არის პოლიტიკოსი. ივანიშვილის მხარდაჭერით გაპრეზიდენტება და შემდეგ სწორი მოსაზრებების ჩამოყალიბება სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებზე, არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ხარ.

მარგველაშვილს ჰყავს ძალიან საინტერესო გუნდი ადამიანებისა, მაგრამ მის უკან არ დგას პოლიტიკური პარტია და არ ჩანს პოლიტიკური ძალა, რომელიც მასთან ითანამშრომლებს. თუმცა არეალი, ვისგანაც მან შეიძლება პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღოს, იწყება „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მთავრდება უსუფაშვილითა და მისი ახალი პარტიით.

ოპოზიციუირი პარტიები სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში დაროგორც ისინი აანონსებენ არასამთავრობოებთან ერთადშესაძლოამორიგი სკანდალი დაიწყოს კონსტიტუციის ირგვლივ - მათი მტკიცებით პარლამენტმა კონსტიტუციის სხვა ვარიანტი განიხილა და არა ის, რაც კომისიას გადაეგზავნა შესაფასებლადვის რაში შეიძლება აწყობდეს საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლაან პრეზიდენტს რას მისცემდა ეს?

- 1990 წლიდან დღემდე თითქმის ყველა არჩევნები მეტ-ნაკლებად იყო გაყალბებული, მათ შორის, 2012 წლის არჩევნებიც. ახლა მოვიდა დრო, როდესაც არჩევნების გაყალბება აზრსაც კარგავს და შეუძლებელიც ხდება. თუმცა გამორიცხულიც არ არის.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ცდილობენ, უზრუნველყონ მშვიდი პოლიტიკური პროცესების მეშვეობით საქართველოს სვლა მათი აზრით, სწორი მიმართულებით, რომელიც ხშირად ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

მეორე მხრივ, ვთქვათ ისიც, რომ არსებობენ მკაფიოდ არაპროდასავლური ძალები, რომელთა ნაწილს პრორუსულის იარლიყსაც აწებებენ, თუმცა ასეთი მოქმედი პარტია სადღეისოდ შესაძლოა, არც არსებობს. ამის მიუხედავად, ასეთი პარტიები უფრო მეტად ახერხებენ ხალხთან კონტაქტის დამყარებას, სოციალურად შეჭირვებულების მხარდაჭერის მოპოვებას, რაც დასავლეთს აშფოთებს. გვაშფოთებს ჩვენც, ამ ქვეყნის გულშემატკივრებს.

გარკვეული გუნდი ცდილობს, დასავლეთს შეუნარჩუნოს საქართველოში პროცესების მიმდინარეობაზე არსებული ბერკეტები - კონსტიტუციასთან დაკავშირებული მთელი აურზაურიც აქედან გამომდინარეობს. ამას ხან ეკონომიკური მიზანშეწონილობით ფუთავენ და ხან - პოლიტიკურით.

რეალურად მიმდინარეობს ჭიდილი, ვის ექნება საქართველოში პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობაზე ბერკეტი. თუ ეს უპირატერსობა დაკარგეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა ინტერესები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესატყვისება, მაშინ არ გამოვრიცხავ სირიის სცენარით საქართველოში მოვლენათა განვითარებას, რასაც არ ვისურვებდი.

ამ შემთხვევაში ჯანი ბუკუკუო არის მეკავშირე დასავლეთსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის, რომელიც ვფიქრობ, დასავლეთისთვის უფრო საიმედოა - ივანიშვილს თავისი აქტივები სწორედ დასავლეთში აქვს განთავსებული - სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ყოველგვარ ავანტურაზე წამსვლელი იყო და შესაბამისად ნაკლებად საიმედო.

თუმცა, „ქართული ოცნება“ თავისი ეკლექტური ბუნების გამო და იმ მიზეზით, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციად დღემდე ვერ ჩამოყალიბდა და ივანიშვილის რჩეულთა საკრებულოა, მაინც არ ეიმედება დასავლეთს ბოლომდე და მეტი ბერკეტის მოპოვებას ცდილობს. არა და, ამ ბერკეტს ვინც გაამყარებდა ასეთი პოლიტიკური ძალებიც საოცრად სუსტია საქართველოში. ეს არის ბუკუკიოს მისია, რაღაცას მიაღწევს რაღაცას - ვერა.

რაც შეეხება დანარჩენს, ბევრს ვერაფერს წყვეტს ვენეციის კომისია. რომელი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი და რომელი - არა, ამასაც ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, განსაზღვრა, რა ბერკეტი აქვს საქართველოში დასავლეთს.

ანუ მთავარი პრობლემა ის არისრომ ბოლომდე საიმედო არ ვართ და დასავლეთს კითხვები და ეჭვები ჯერ კიდევ რჩება?

- ასეც შეიძლება ითქვას, ის ვინც დასავლეთს ეიმედება, ქართული საზოგადოების მესამედს ვერ წვდება ელექტორატით. ის კი, ვისაც დასავლეთი ეიმედება და ქართული ინტერესების სამსახური სურს, გაცილებით მეტია საქართველოში, მაგრამ მათთან კონტაქტი ვერ ხერხდება - დასავლეთში თვლიან, რომ ვისთანაც თარჯიმნის მეშვეობით შეიძლება ურთიერთობა, ნაკლებად საიმედო შეიძლება იყოს. არადა, ჰეიდარ ალიევი კაგებეს გენერალი იყო და უფრო პროდასავლური აღმოჩნდა, ვიდრე მისი შვილი, რომელთანაც პრეტენზიები აქვს დასავლეთს.

ასე რომ, ჩვენს პარტნიორებს რეგიონში და მათ შორის საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი მწვავე პრობლემა აქვთ გადასაწყვეტი.