"კი არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად გულს უხარია ყველაფერს რომ თავის სახელი ერქმევა ბოლოს მაინც"
ამობეჭდვა · 2017-07-07 17:45:00 · 1516 ნახვა

ცოტა ისტორიაც გავიხსენოთ.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ სტალინმა ფინელებისგან რამდენიმე კუნძული და საზღვრის 30 კილომეტრით გადაწევა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ (1939 წლის 30 ნოემბერს) საბჭოთა არმიის ნახევარი მილიონი ჯარისკაცი შეტევაზე გადავიდა. მარშალ მანერჰაიმის თაოსნობით გაცილებით მცირერიცხოვანმა ფინელებმა გადაულახავი წინააღმდეგობა გაუწიეს საბჭოთა ჯარს. უზარმაზარი დანაკარგების (300 ათასი) ფონზე რუსებმა პირდაპირ ჰელსინკის სამოქალაქო ობიექტების მასირებული დაბომბვა დაიწყეს.

საერთაშორისო პროტესტზე სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა განაცხადა, რომ არანაირ დაბომბვას ადგილი არ ჰქონია და რომ რუსების თვითმფრინავები "მოშიმშილე მეზობლებს" მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით საჭმელს უგზავნიდნენ.

ამის პასუხად ფინელებმა თავიანთ თვითნაკეთ ანტისატანკო საშუალებას "მოლოტოვის კოკტეილი" უწოდეს, "სასმელი რომელიც რუსულ საჭმელთან ერთად უნდა მიირთვა".

კი არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად გულს უხარია ყველაფერს რომ თავის სახელი ერქმევა ბოლოს მაინც.

პ.ს. დღეს ფინეთი სად არის და რუსეთი სად ამაზე რიცხვებში დავწერ როგორც კი შევძლებ.



ავტორი: გიორგი ქადაგიძე