"რითი იწამლებოდა მოსავალი და სხვა ქიმიურ ზემოქმედებებზე აღარაფერს დავწერ"
ამობეჭდვა · 2017-07-13 12:15:00 · 795 ნახვა

მითები საბჭოთა დროის ნატურალური პროდუქციის შესახებ.

მოსავლიანობის გაუმჯობესების მიზნით 60იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირში ფართოდ გამოიყენებოდა შემდეგი მეთოდი. იღებდნენ კონკრეტული სახეობის ათასობით თესლს და ბრმად რადიაციის დიდი დოზით ასხივებდნენ. დასხივება იწვევდა გენურ მუტაციას. შემდეგ თესავდენ ყველა თესლს და ის მუტირებული თესლი რომელიც საუკეთესო მოსავალს იძლეოდა ეშვებოდა სამრეწველო გამოყენებაში "საკავშირო" მასშტაბით.

ამასთან ერთად არ ხდებოდა არანაირი შემოწმება ხომ არ გამოიწვია სასურველ ცვლილებებთან ერთად მუტაციამ სხვა გვერდითი ეფექტები.

ამ პროცედურასთან შედარებით დღევანდელი გენური ინჟინერია (სადაც ხდება ქირურგიული ჩარევა და ათასჯერ მოწმდება წლობით) ნამდვილად რევოლუციური მიღწევაა.

პ.ს. რითი იწამლებოდა მოსავალი და სხვა ქიმიურ ზემოქმედებებზე აღარაფერს დავწერ.



ავტორი: გიორგი ქადაგიზე