"გურამის მოკვლას ციხეშიც ლამო­ბდნენ"
ამობეჭდვა · 2017-07-30 23:07:00 · 846 ნახვა

"გურამი შარიანი ბიჭი იყო... როდესაც ციხიდან გამოვიდა, მისი მეგობარი ჩაცხრილეს. ამით გააფრთხილეს, შემდეგი შენ იქნებიო"

"დიმა საერთოდ რა შუაში იყო? ის ფოცხიშვილს ზედ მიაყ­ოლეს. სავარაუდოდ, მან ამოიცნო მკვლელები და მოწმე მოიშორეს"


20 ივლისს, დღის 2 საათზე, ოზურგეთის ცენტრში ორი მამაკაცი - გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი, დიმიტრი ომელჩენკო ავტომანქანაში ჩაცხრილეს. გამოძიება განზრახ­ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

43 წლის გურამ ფოცხიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილი და კრიმინალური ავტორიტეტის შვილია. მისი სიძე, დიმიტრი ომელჩენკო, მეტსახელად "გაზაფხულა", შემოქმედელი­ მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გაზრდილი იყო. წლების განმავლობაში სტიქაროსნად მსახურობდა. რაიონში უწესიერეს ადამიანად ახასიათებენ და ამბობენ,­ რომ კრიმინალურ სამყაროსთან­ არაფერი აკავშირებდა. დარწმუნებული არიან, რომ ის შემთხვევითი მსხვერპლია და როგორც მოწმე, თავიდან მოიშორეს.

მკვლელობამდე რამდენიმე­ წუთით­ ადრე მეზობლებმა ფოცხ­ი­­შვილის მანქანა შენიშნეს, სავარაუდოდ, ვიღაცას ელოდა... როგორც ამბობენ, სროლა ნახევარ წუთს გაგრძელდა, თუმცა, თავდამსხმელები არ დაუნახავთ. ერთი ვერსიით, მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. შავი "ჰონდა", რომლითაც თავდამსხმელები მოვიდნენ, ორი საათის შემდეგ სოფელ მელიქედ­ურში დამწვარი იპოვეს, ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით. 


რა გახდა მკვლელობის მოტივი, უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება. ფოცხიშვილი 2006 წელს იარაღ­ის­ უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციისთვის შეიარაღებ­ული წინააღმდეგობის გაწევის­ ბრალდებით გაასამართლეს და 25 წელი მიუსაჯეს, თუმცა,­ 2013 წელს, ხელისუფლების ცვლილების­ შემდეგ, ამნისტიით გათავისუფლდა.

მკვლელობის ვერსიებსა და კრიმინალურ ჯგუფებს შორის სისხლიან დაპირისპირებაზე გვი­ამბო ერთმა ოზურგეთელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:


- გურამის ბაბუა, მისი მოსახელე, "კანონიერი ქურდი" იყო, მამაც - დავითი კრიმინალური­ ავტორიტეტია. ისიც მამა-ბაბუის­ კვალს გაჰყვა, თუმცა, "კანონიერი­ ქურდი" ვერ გახდა. გურამს თბილისში რაღაც ბიზნესი ჰქონდა.­ ცოტა შარიანი ბიჭი იყო, სიმ­თვრალეში მუდმივად უსიამოვ­ნებაში ეხვეოდა. თავის დროზე მამამისს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოზურგეთელ აწ გარდაცვლილ "კანონიერ ქურდთან", რომელიც მოსკოვში იყო გადახვეწილი. წლების წინ მათ შორის დიდი კონფლიქტი მოხდა, რაც იმით დასრულდა, რომ გურამის მამამ, დავით ფოცხიშვილმა, ის "კანონიერი ქურდი" დაჭრა. რამდენიმე წლის წინ სოფელ დვაბზუში სახლიც დაუცხრილეს. ცხადია, მეორე მხარე დღეს თუ ხვალ შურს იძიებდა. გურამის მოკვლას ადრე ციხეშიც ლამო­ბდნენ, შესაძლოა, მას სულ სხვა ჯგუფიც გაუსწორდა, ბევრთან ჰქონდა კონფლიქტი. როდესაც ციხიდან გამოვიდა, მისი მეგობარი ჩაცხრილეს. ამით ფოცხიშვილი გააფრთხილეს, რომ შემდეგი ის იქნებოდა. წლების მანძილზე ოზურგეთში კლანური დაპირისპირება იყო, ბევრი მკვლელ­ობა მოხდა, რომლებიც არ გახსნილა.

 

გაგრძელება