,,დაუჯერებელი ამბავია... ვუხდი მადლობას იმათ ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი ადამიანური და მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა"
ამობეჭდვა · 2017-08-01 20:45:00 · 485 ნახვა

მოკლედ, 
7 წელი გახდება მალე მას შემდეგ რაც ჯარიდან გაძევებულებმა პატარა კომპანია დავაარსეთ და მეშვიდე წელს საგადასახადოც გვესტუმრა . სიმართლე მინდა ვთქვა ცოტას ვნერვიულობდი და დაძაბული ველოდებოდი შედეგს. გუშინ მივიღეთ შეტყობინება რომ დასრულდა შემოწმება და რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს აღმოჩნდა რომ ბიუჯეტში ამ წლების განმავლიბაში ზედმეტად გადახდილი თეთრები გადათვალეს და უახლოეს დღეებში კომპანიის ბარათზე დაგვერიცხება 33 000 ლარი !
ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია, რადგან თანხის დაბრუნება კი არა , ათეულობით ჩემი ნაცნობს მცირე დარღვევებისთვის ციხეები აქვთ მოვლილი და დღესაც წაგლეჯილის გასტუმრებას ცდილობენ .
გულწრფელად ვუხდი მადლობას იმათ ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი ადამიანური და მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა ქვეყანაში.
ეს განვითარების საწინდარია!

 



ავტორი: გიორგი გაბუნია