„ევროპელისთვის უკვე მისაღებია ფორმულა - საქართველო არის ევროპა“
ამობეჭდვა · 2017-08-15 00:39:00 · 374 ნახვა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ საკმარისია ინაშვილი-ბურჯანაძის ჯგუფს აეკრძალოთ მოსკოვში ჩასვლა, მათი პოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაათმაგდება. პოლიტოლოგისთვის მიუღებელია ფორმულა - სახელმწიფოს ჩარევით გმირებად აქციონ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც დღეს საქართველოში ყურადღებას არ აქცევენ.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

აშშ რუსეთისგან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გაუქმებას ითხოვსესარ არის პირველი შემთხვევაროდესაც აშშ ღიად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასმაგრამ განსხვავებითბუშისა და ობამას ადმინისტრაციისგანაქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ფიგურაზეროგორიც არის დონალდ ტრამპი დარომელიც კრიტიკას იმსახურებს იმიტომრომ ჩამოყალიბებული არ აქვს საგარეო პოლიტიკაროდესაც მსოფლიო ლიდერებსუჭირთ ტრამპის პოლიტიკის განსაზღვრაშეგვიძლია ვთქვათრომ საქართველოსთან მიმართებაში პრეზიდენტ ტრამპსჩამოყალიბებული აქვს თავისი პოლიტიკა?

რამაზ საყვარელიძე: ბოლო 25 წლის განმავლობაში, არც ერთი ადმინისტრაციის დროს, ასეთ მცირე პერიოდში, ასეთი მკაფიო პოზიცია არ გამოკვეთილა ამერიკის არც ერთი ადმინისტრაციის დროს. მით უმეტეს, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ამ რანგის მოღვაწის ვიზიტი ასევე ასეთ მცირე დროში ძნელი გასახსნებელია. ასე რომ, როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა - ამერიკულ რადარებზე საქართველო არსებობს.

რატომ არსებობს საქართველო, ეს რთული თემაა და ეს რაიმე განსაკუთრებული სენტიმენტებით არ უნდა ავხსნათ. პოლიტიკა პრაგმატული რამ არის და ამ პრაგმატიკაში სავარაუდოა, რომ ტრამპის მხრიდან გაწერილია ისიც, რომ საქართველოს ხაზი, მისი ფუნქცია, მისი ურთიერთობა რუსეთთან, გახადოს ერთ-ერთი წამყვანი თემა. რამდენადაც ტკიბილი სიტყვებით ლაპარაკობს რუსეთზე, იმდენად მძიმე ნაბიჯებს დგამს რუსეთისთვის - ერთი მხრივ სანქციების ხაზი და მეორე მხრივ, იგი ამწვავებს იმ თემებს, რომლებზეც სანქციები არის დასაწესებული - საქართველოს და უკრაინის თემები. ტრამპის მიერ გატარებული ორივე ხაზი არის რუსეთის შევიწროება და ადგილიზე დასმის პოლიტიკა.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა?

- რასაკვირველია. ეს თემა მაიკ პენსმაც აღნიშა და არაერთხელ გაუსვა ხაზი ისე მკაფიოდ, როგორც აქამდე არავის გაუსვია - თავისი სიმკვეთრის გამო ჯონ მაკკეინის ქებაც კი დაიმსახურა. დონალდ ტრამპის პოლიტიკის ბევრი კომპონენტი მიუთითებს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ტრამპი სიტყვით სხვას ამბობს, საქმით სხვანაირად იქცევა. ანუ, სიტყვით არ აღიზიანებს, მაგრამ საქმით მარყუჟს უჭერს და ამ მარყუჟის ერთ-ერთი ნაწილი ის პრობლემებია, რომელსაც რუსეთი უქმნის სხვა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს.

ღია დაფიქსირება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისნატოსთან ინტეგრაციადეოკუპაცია - შეიძლება ითქვასრომახალ ეტაპზე გადადის საქართველო-ამერიკის ურთიერთობარა ეტაპი იწყება და რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოსსაქართველოსთვისშექმნილი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეაქ არის თურქეთის ფაქტორიარის სომხეთირომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრიათუმცა კარგად არეგულირებენ ურთიერთობას დასავლეთთანასევე არისაზერბაიჯანირომელიც დამოუკიდებელი მოთამაშეა და თამაშობს ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგობაზე...

- ჩვენივე მასწავლებელი სულხან საბას ისტორია გავიხსენოთ. ევროპას არ აინტერესებდა საქართველო და ამიტომ, ერთმორწმუნეობა იყო, თუ რაიმე სხვა საკითხები, მან გულგრილად მიიღო. ამიტომ, მნიშვნელოვანია ინტერესების დამთხვევა და როცა დადგება ეს პერიოდი, როდესაც საქართველოს ინტერესები დაემთხვევა რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, ძალიან სარისკოა იმ პერიოდის გაშვება.

შეიძლება ეს პერიოდი გაუშვა, მაგრამ შესაძლოა, ისევ დაიკარგოს საქართველოს მნიშვნელობა. ამიტომ, როდესაც ზოგიერთები ამბობენ, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას დასავლეთთან ინტენსიურ ურთიერთობაში, იმიტომ, რომ თურმე სახითაფოა და ფაქტიურად, უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რომ გავიზიაროთ დასავლეთის ინტერსები, გასათვალისწინებელია, რომ, თუ ამ პოლიტიკას დაადგა ქვეყანა - საქართველომ გაუშვას ის მომენტი, როცა მსოფლიოს მის მიმართ ინტერესი აქვს, მერე ისევ დაკარგავს მსოფლიო ამ ინტერესს და როგორც ვიყავით, ისე ვიქნებით.

ამ მომენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ მსოფლიოს მეხსიერებაში დარჩი ისე, რომ მისი და შენი ინეტერსები ერთნაირია, მერე უკვე ისტორიას რომ გადაფურცლავენ, ის მეხსიერება მაინც რჩება. ევროპელისთვის უკვე მისაღებია ფორმულა - საქართველო არის ევროპა. ამ შემთხევაში საქართველო ევროპაა თავისი ინტერესებით. ანუ, რა ინტერესებიც ევროპას აქვს - დაცვა რუსეთისგან და „ისლამური რესპუბლიკის“ აგრესიისგან, მიგრაციის პრობლემები და ა.შ. ის ინტერესები აქვს საქართველოსაც. ამდენად, თუ ვართ ევროპული ქვეყანა, უნდა ვიყოთ თავისი პრობლემებით, გამარჯვებებით და ზეიმებით, თავი რომ დავანებოთ იმასაც, რომ ძირითადი საბაზო კულტურა - ქრისტიანული კულტურა, ერთნაირი გვაქვს. ამდენად, იმისათვის, რომ ჩაჯდე ევროპულ ცნობიერებაში, როგორც ევროპული ქვეყანა, აუცილებელია, რომ ეს მომენტი იყოს მაქსიმალურად გამოყენებული.

როგორ ფიქრობთსაერთაშორისო პროცესები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოში შექმნილ ვითარებასრადგანსაქართველოზე ბევრი რამე არ არის დამოკიდებული?

- არა, რა თქმა უნდა. პატარა ქყვეყანა ვართ და ამ ფაქტს ვერ გადავახტებით, მაგრამ ჭკვიანი პატარა ქვეყანა, ყოველთვის მოახერხებს ისეთ თამაშს, რომ დიდი ქვეყნების ურთიერთ განლაგებაში მანევრებით, შედეგი მიიღოს მეტ-ნაკლებად ისეთი, როგორიც მას სურს. ასეთი მანევრების უნარი ყოველთვის ჩანს. ისტორიიდან ჩანს, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ასეთი მანევრების საშუალება - ირანს თურქეთის წინააღმდეგ ვეკვრებოდით, თურქეთს ირანის წინააღმდეგ. შემდეგ რუსეთთან გადავწყვიტეთ ურთიერთობა, ეს ყველაფერი მანევრებია.

რა თქმა უნდა, მენევრებს მოხერხება და გათვლა უნდა, ისე, რომ არ დაშავდეს რამე და პირიქით, მოიგო. გიორგი ბრძწყინვალე გავიხსენოთ, მონღოლების ხელში იყო ქვეყანა, მაგრამ გიორგი ბრძწყინვალემ ისევ და ისევ მანევრებით მოახერხა სიმყარის და სტაბილურობის შექმნა. ისტორია გრძელდება. ახალი ამ მხრივ არაფერია, მაგრამ ყოველთვის იყო ერთი მოთხოვნა - ხელისუფლება საგარეო ურთიეთობებში იყოს ცხადი და კომპეტენტური. ჩვენ დღესაც ამ მოთხოვნის წინაშე ვდგავართ.

მომძლავრებული ამერიკული მხარდაჭერის პარალელურადრამდენად სწორი და დროულია „თავისუფალი დემოკატების“ ინიციატივასისხლის სამრთლებრივი სანქციები უნდა დაუწესდეთ როგორც პოლიტიკურ პარტიებსასევე ფიზიკურ დაიურიდიულ პირებსრომლებიც მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან ოკუპანტ ქვეყანასთანადრესატები არიან - „პატრიოტთაალიანსი“ და ნინო ბურჯანაძე...

- „თავისუფალი დემოკრატების“ იურიდიული კომპეტენცია ეჭვს არ იწვევს, მაგრამ პოლიტიკური კომპეტენცია შეიძლება არ იყოს ისეთი, რაც სასურველია. პოლიტიკური კომპეტენცია რომ ჰქონდეთ, რეიტინგიც სხვანაირი ექნებოდათ. იურიდიულად შეიძლება მოიძებნოს დეტალი, რომელსაც შეიძლება ყური მიაბა ნებისმიერი ადგილიდან და ასეც მოიქცნენ. საქართველოს კონსტიტუციას იშველიებდა შალვა შავგულიძე. აქ, ალბათ, დაზუსტება არის საჭირო, ადამიანები, რომლებიც მიდიან რუსეთში, იგივე ინაშვილი ან ბურჯანაძე, ისინი პოლიტიკას არ ქმნიან. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო - პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება.

ეს პარტიები ურთიერთობაში შედიან საგარეო პოლიტიკასთან, ინფორმაციები მოაქვთ, ეს ურთიერთობები აუკრძალო ადამიანებს, რასაც სახალხო დიპლომატია ჰქვია, სრულიად გაუგებარია. ჩვენ სახალხო დიპლომატიის იმედი გვაქვს იგივე აფხაზეთთან და ოსეთთან ურთერთობაში, ცალკე პროგრამები და გრანტებია გამოყოფილი.

რასაც ვერ ახერხებენ სახელმწიფო სტრუქტურები, იქნებ სახალხო დიპლომატიამ მოახერხოს. ესეც სახელმწიფო კონტროლზე გადავიყვანოთ? თუ მეორე მხარეს ეცოდინება, რომ ეს არ არის სახალხო დიპლომატია, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიდან სანქცირებული სახალხო დიპლომატიაა, ის ვერ მოექცევა ნდობით, როგორც სახალხო დოპლომატიას ახასიათებს.

აი, ამ მთელ რიგ სირთულეებს აჩენს, ეს ერთი შეხედვით გამართული ლოგიკური წინააღმდეგობა. რა საჭიროა ეს წინააღმდეგობები, რა მოაქვს ამ კონტროლს, ვერ გეტყვით. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გააკეთეს პოლიტიკური შეფასება, რა დაშავდა იმით, რომ „პატრიოტთა ალიანისი“ წავიდა მოსკოვში? მარტო ის, რომ მტერთან რატომ წავიდა სალაპარაკოდ, არ არის გამართლებული არგუმენტი.

თქვენ ფიქრობთრომ აკრძალვის შემთხვევაში საპირისპირო რეაქციას მივიღებთ?

- საკამრისია ინაშვილი-ბურჯანაძის ჯგუფს აუკრძალოთ მოსკოვში ჩასვლა, მათი პოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაათმაგდება, რადგან მსხვერპლის იერი ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც დააპირებენ წასვლას მოსკოვში. ამიტომ, რაში სჭირდებათ, გათვლილი აქვთ „თავისუფალ დემოკრატებს“ რა ბუმერანგის ეფექტი შეიძლება მიიღონ და სახელმიფო ჩარევით გმირებად აქციონ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც დღეს საქართველოში ყურადღებას არ აქცევენ? ამ გაუთვლელობას ვხედავ მაგ ინიციატივაში.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძესდაგეგმილია მისი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთშივლადიმერ პუტინის შემდეგ ქართველიპოლიტიკოსის აფხაზეთში ჩასვლა და სეპარატისტებთან შეხვედრარა მოვლენაა?

- პუტინის შემდეგ ბურჯანაძის ჩასვლა აფხაზეთში, საკმაოდ საინტერესო მოვლენაა იმ მხრივ, რომ პუტინის შემდეგ აფხაზები იღებენ ბურჯანაძეს. ეს რას ნიშნავს, ჩამოიტანს ალბათ, ქალბატონი ნინო ამბავს და მერე გავაკეთოთ დასკვნა. მაგრამ ურთიერთობა ავკრძალოთ, ეს ხომ ინფორმაციის დაკარგვაა, ამბავასც ვერ გავიგებთ. თავისუფალი გერქვას, დემოკრატი გერქვას, აკრძალვისა და საკმაოდ არადემოკრატიული ინიციატივით შემოხვიდე, ღიმილის მომგვრელია.



ავტორი: for.ge