"ჯოკია ბოდიკია არ ყოფილა ჩემი სკოლელი, ვაკელია, თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ჩემგან განსხვავებით"
ამობეჭდვა · 2017-08-15 12:45:00 · 366 ნახვა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ , თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის, ჯოკია ბოდიკიას შესახებ ინტერნეტ გამოცემა "აიპრესთან" ისაუბრა.

 

მისი თქმით,  ჯოკია ბოდოკია მუშაობდა პარტიაში, ის იყო თბილისის შტაბში.

 

"როცა გადმოვედით დედაქალაქის მერიაში და იყო მისთვის შესაფერისი ადგილი, ბუნებრივია, გადმოვიყვანეთ. მასთან დაკავშირებული საქმე დღემდე გრძელდება, ასე რომ მე კონკრეტული სამართლებრივი შეფასებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ეს კარგად გამოიყენა ოპოზიციამ, მათ შორის, ითქვა ისიც, რომ ის ჩემი სკოლელი იყო და ამიტომ მოვიყვანე, სინამდვილეში არ ყოფილა ჩემი სკოლელი, ვაკელია, თბილისში დაბადებული და გაზრდილია ჩემგან განსხვავებით, თუმცა კარგად გამოიყენეს იმისათვის, რომ მუდმივად ეს თემა ეტრიალებინათ და ამით გარკვეული ჩირქი მოეცხოთ ჩვენთვის, თუმცა, ეს არ გახდა ის თემა, რომელიც  გამოადგათ, ამიტომ შეეშვნენ და სხვა თემები აირჩიეს", - განაცხადა ნარმანიამ "აიპრესთან" ინტერვიუში.