ზურაბ ​იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
ამობეჭდვა · 2017-08-26 17:57:00 · 274 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დასრულდება. 

ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს სახელით ოთხი ფალავანი 65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, 70 კგ - ზურაბ ერბოწონაშვილი, 74 კგ - ჯუმბერ ყველაშვილი და 96 კგ - ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებენ. 

იაკობიშვილი მცირე საჭიდაო სასწაულის ავტორი გახდა - ბოლო წამებზე რუსეთის წარმომადგენელი ალან გოგაევი დაამარცხა და მსოფლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. 

გადამწყვეტ შერკინებაში ქართველი ფალავნის მეტოქე პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევიიქნება.

ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში გადაერთვნენ და ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლას აგრძელებენ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 25 აგვისტოს გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.



ავტორი: 1tv.ge