ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ამობეჭდვა · 2017-08-26 23:55:00 · 434 ნახვა

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევთან დამარცხდა. 

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრებმა პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

მსოფლიო ჩემპიონები ზურაბ იაკობაშვილი და გენო პეტრიაშვილი, ბრინჯაოს მედალოსანი კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა.



ავტორი: "1TV"