ფლოიდ მეივეზერმა კონორ მაკგრეგორი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-08-27 09:53:00 · 1981 ნახვა

 

წლის ორთაბრძოლად აღიარებული შეხვედრა ამერიკელ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერსა და ირლანდიელ მებრძოლს კონორ მაკგრეგორს შორის მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კარიერაში 50-ე ბრძოლა მოიგო მეივეზერმა, რომელიც ისევ დაუმარცხებელია პროფესიულ რინგზე. ამით მან ლეგენდარული როკი მარჩიანოს რეკორდი დაამხო.

 

მაკგრეგორმა მხოლოდ პირველ სამ რაუნდში გაუწია წინააღმდეგობა მოწინააღმდეგეს, რის შემდეგაც, თანდათან დაღლა დაეტყო და რაუნდს რაუნდზე აგებდა. მეათე რაუნდში კი მეივეზერის დარტყმების სერიის შემდეგ, რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა.