გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა
ამობეჭდვა · 2017-08-29 23:09:49 · 290 ნახვა

ქართველი მძიმეწონოსანი, 23 წლის გენო პეტრიაშვილი, რომელმაც პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-მ 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

პარიზში, მსოფლიოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული ანგარიშით 10-8 დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, დაჯილდოვების ცერემონიაზე UWW-ს პრეზიდენტმა, ნენად ლალოვიჩმა გენო პეტრიაშვილს წლის საუკეთესო მოჭიდავისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი, 10 000 დოლარი გადასცა.



ავტორი: MediaMall.ge