79:77 - ევრობასკეტი 2017 საქართველომ გამარჯვებით დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-08-31 22:48:38 · 328 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა ჩემპიონატის ერთ ერთი ფავორიტი, ლიტვის ნაკრები ანგარიშით 79:77 დაამარცხეს. შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 29 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ქართველი კალათბურთელები მორიგ შეხვედრას 2 სექტემბერს, თბილისის დროით 16:45 საათზე, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. 



ავტორი: MediaMall.ge