საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევრობასკეტზე მორიგ შეხვედრას გამართავს
ამობეჭდვა · 2017-09-02 12:35:00 · 345 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევრობასკეტზე ჯგუფის მეორე შეხვედრას გერმანიასთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. 

ორივე გუნდმა პირველი ტურის შეხვედრებში გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ ლიტვა ანგარიშით 79;77 დაამარცხა. გერმანიამ კი უკრაინას ანგარიშით 75:63  მოუგო. 

 ამავე ჯგუფში დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. უკრაინა იტალიას დაუპირისპირდება, ისრაელი - ლიტვას. 



ავტორი: MediaMall.ge