გიორგი ცინცაძეს ექიმებმა გერმანიასთან თამაშის უფლება მისცეს
ამობეჭდვა · 2017-09-02 14:08:00 · 286 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმები მას თამაშის უფლებას აძლევენ, დანარჩენი კი უშუალოდ მწვრთნელებზეა დამოკიდებული, თუ რა დოზით დატვირთავენ მას. ინფორმაციას საზოგადოებრივვი მაუწყებელი ავრცელებს. 

 

გიორგი ცინცაძემ ტრავმა ლიტვასთან მატჩის მეორე პერიოდში მიიღო და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა. 

დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველო გერმანიას 16:30 საათზე შეხვდება.