არ შეიძლება, ერთი გამარჯვება ისე იზეიმო, თითქოს მსოფლიო ჩემპიონები გავმხდარიყავით - ილიას ზუროსი
ამობეჭდვა · 2017-09-03 08:30:00 · 1333 ნახვა

"ისეთი თამაშის დონით, რომელიც დღეს გვქონდა, მატჩს ვერ მოიგებ" - ასე შეფასა „ევრობასკეტზე“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გერმანიასთან თამაში, მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა. მისი თქმით, არ შეიძლება, ერთი გამარჯვება ისე იზეიმო, თითქოს მსოფლიო ჩემპიონები გავმხდარიყავით. 

 

 "ლიტვასთან გამარჯვების მერეც ვთქვი, რომ ეს მხოლოდ საწყისი ნაბიჯი იყო და საჭირო იყო, იგივენაირად გაგვეგრძელებინა, ჩვენ კი კონცენტრაცია დავკარგეთ. დღევანდელ მარცხს კონკრეტული მიზეზი ნამდვილად არ აქვს. უბრალოდ, ცუდად ვითამაშეთ, როგორც შეტევაში, ასევე – დაცვაში.


მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდები, თუმცა, დღეს მათ რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. აქცენტი სამწამიან ზონაზე გვქონდა გაკეთებული, იქიდან ხშირად ვუტევდით, მაგრამ ფოლებს არავინ უსტვენდა. ამაზე, მეტი არაფრის თქმა არ მინდა. მატჩს ყველამ უყურეთ და დასკვნები თავად გამოიტანეთ. ერთის იმედი მაქვს. იგივე კალათბურთელებმა, რომელთაც ცუდი დღე ჰქონდათ, გაცილებით უკეთ თამაში შეუძლიათ. ამიტომაც, ეს შეხვედრა რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ჯგუფურ ეტაპზე ყველა მომავალი მატჩი უმნიშვნელოვანესია“.- განაცხადა ილიას ზუროსმა. 

 

შეგახსენებთ, "ევრობასკეტზე“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიასთან ანგარიშით 57:67 დამარცხდა. 



ავტორი: MediaMall.ge