უკრაინის მოულოდნელი გამარჯვება საქართველოსთან - უცხოელი ჟურნალისტების გამოხმაურება (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-09-03 21:55:00 · 355 ნახვა

უკრაინამ პირველი გამარჯვება საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დამარცხებით იზეიმა. ამ შინაარსის ინფორმაცია fiba.basketball/eurobasket/2017-ზე გამოქვეყნდა, სადაც ფაქტი მოულოდნელობად შეფასდა. ამავე ვებგვერდზე მატჩის გამორჩეული მომენტების ამსახველი ვიდეოც აიტვირთა. 

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი, ზაზა ფაჩულია. მან 17 ქულა, 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 17 ქულა ჰქონდა გიორგი შერმადინსაც.

უკრაინელებისგან პუსტოვმა 19 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 
მოცემულ მომენტში საქართველო ერთი გამარჯვებითა და ორი მარცხით ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 5 სექტემბერს 22:30 საათზე ისრაელის ნაკრებს შეხვდება, 6 სექტემბერს საქართველოს მეტოქე იტალია იქნება, მატჩი 18:30 საათზე დაიწყება. 



ავტორი: MediaMall.ge