საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელს დაუპირისპირდება
ამობეჭდვა · 2017-09-05 11:47:00 · 357 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე დღეს მომდევნო შეხვედრას გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ისრაელი იქნება.

მიმდინარე ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველომ სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველი შეხვედრა "თელ-ავივ არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა და საქართველომ დაძაბულ მატჩში ლიტვა (79:77) დაამარცხა. 2 სექტემბერს კი გერმანიის ნაკრებთან (57:67) დამარცხდა.

2 სექტემბერს კი საქართველო-უკრაინის შეხვედრა გაიმართა და საქართველოს ნაკრები 7 ქულით (81:88) დამარცხდა. 

საქართველო-ისრაელის მატჩი დღეს, 22:30 საათზე დაიწყება. 



ავტორი: MediaMall.ge