ბორჯღალოსნების მხარდაჭერა კალათბურთელებს
ამობეჭდვა · 2017-09-05 18:50:00 · 363 ნახვა

თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები, დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე  ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება. ლიტვასთან გამარჯვების და გერმანიასთან და უკრაინასთან მარცხის შემდეგ ჩვენს გუნდს დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, იმისთვის რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევა და სტამბოლში პლეი ოფში თამაში შეძლოს.

 

ქართველმა ბორჯღალოსნებმა ეროვნული ნაკრების წევრებს გადამწყვეტ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარი მაისურები გაუგზავნეს. დღესვე, სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავებულ ეროვნულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესტუმრა და მომავალ შეხვედრაში წარმატებები უსურვა. 

 

უმნიშვნელოვანეს მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავებულ ეროვნულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძეესტუმრა და მომავალ შეხვედრაში წარმატებები უსურვა. ჯაველიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიხეილ გაბრიჩიძეს და ნაკრების მთავარ მწვრთნელს ილიას ზუროსს, ასევე ნაკრების კალათბურთელებს ესაუბრა.

 

ჯაველიძის თელ ავივში ჩასვლამდე საქართველოს ნაკრების თამაშებს დაესწრო და ჩვენს კალათბურთელებს უქომაგა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ. გარდა ამისა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს ყოველდღიური სატელეფონო კავშირი აქვს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, ნაკრებთან და კაპიტანთან ზაზა ფაჩულიასთან.

 



ავტორი: MediaMall.ge