ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ლარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია
ამობეჭდვა · 2017-09-06 19:42:05 · 419 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის აზრით, ლარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია. ამას დაემატა პოლიტიკური სპეკულაციებიც, რამაც სიტუაცია უფრო გაამძაფრა.

“მოსახლეობის გარკვეულ ფენაში არსებობს სტერეოტიპული მოლოდინი, რომ ვინაიდან აგვისტო არის ეკონომიკურად აქტიური თვე და ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში და მაღალია შემოსავლები, ასეთი მოლოდინი არსებობს, რომ ამ თვეში უნდა იყოს ყველაზე დაბალი კურსი. არის ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც აგვისტოს შემდეგ ხალხის გარკვეული კატეგორია ეკონომიკურად გაუმართლებელ, არასწორი დასკვნებით კონვერტირებას ახორციელებს, რაც შემდეგ შესაძლებელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციებით აჟიოტაჟში გადაიზარდოს და მოსახლეობა დაზარალდეს... მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ მსგავს სპეკულაციებს“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4802 ლარი გახდა.



ავტორი: Mediamall.ge