ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა
ამობეჭდვა · 2017-09-07 09:45:23 · 756 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა გუშინ იტალიასთან მატჩის შემდეგ. ზაზა ფაჩულიას განცხადება Twitter-ზე გავრცელდა. 

„ეს ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე. ამ წუთას იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფში გასვლა. ამაყი ვარ იმით, რასაც ახალგაზრდა თაობას ვუტოვებ“, - განაცხადა ფაჩულიამ.



ავტორი: Mediamall.ge