ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი - ფინასთა მინისტრი ლარის გაუფასურებაზე
ამობეჭდვა · 2017-09-07 13:49:00 · 1186 ნახვა

"ლარის გაუფასურება სეზონური მოვლენაა, რომელიც 15-20 აგვისტოდან დაიწყო. ეს გამოვლინება  ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფინასთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ლარის გაუფასურებას ის როგორც ერთჯერად მოვლენად აფასებს, რომელმაც "უკვე გადაიარა".

 

,,ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც მოთხოვნა მიწოდებაზეა დამოკიდებული. ეს არის ჩემი დაკვირვება, თუმცა პროგნოზირება ამ მიმართულებით არის ძალიან უმადური საქმე და მე პროგნოზირებას არ ვაკეთებ. უბრალოდ, სტატისტიკურად შემიძლია ვთქვა თუ რა მოვლენასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მთლიანი ფულის მასა, რაზეც იყო საუბარი, რომ ხაზინიდან გასულმა თანხებმა მოახდინა პროვოცირება, არ არის სწორი და ეს არის სპეკულაცია ოპონენტების მხრიდან",- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



ავტორი: MediaMall.ge