9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-09-08 23:15:54 · 687 ნახვა

ვერძი
ეს დღე შეცდომების გამოსწორებას დაუთმეთ. ცუდი დღეა სარეკლამო და ტექნიკური საქმისთვის აგრეთვე სპორტისა და შემოქმედებისთვის. 

კურო
უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. არ დაარღვიოთ კანონი.

ტყუპი
დღეს ისეთი საქმეების შესრულებაც მოგიწევთ, რაც მაინცდამაინც არ გსიამოვნებთ. განწყობილებას სასიამოვნო ნაცნობობა გაგიუმჯობესებთ. 

კირჩხიბი
სირთულეებს გადააწყდებით ფინანსურ და შემოქმედებით საქმეებში. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. მოერდიეთ საყიდლებს. 

ლომი
აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსალოდნელია უსიამოვნება კოლეგებთან, ოჯახში. რთული დღეა, უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და პასუხისგაცემა მოგიწევთ ბევრ კითხვაზე. ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ. 

ქალწული
შემოსავლის ახალი წყარო უნდა გამოძებნოთ. 

სასწორი
მოერდით საყიდლებს, გაგირთულდებათ ვალის დაბრუნება, მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. არ ილაპარაკოთ ზედმეტი. 

მორიელი
უარი არ თქვათ ახალ წამოწყებებზე, უბრალოთ მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ. ნუ იქნებით ზედმეტად აგრესიული, პასიური, ჯიუტი. 

მშვილდოსანი
ნეგატიური განწყობით ვერაფერს მოაგვარებთ. გაიღიმეთ და საკუთარ თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. აგრეთვე, განწყობას ონლაინ მეგობრები გაგიუმჯობესებენ. 

თხის რქა
გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, რათა არ დაუშვათ შეცდომა. მცირე უსიამოვნება არ გადააქციოთ მწვავე კონფლიქტში. 

მერწყული
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ გარისკავთ. მოსალოდნელია სტრესი და ტრავმა. 

თევზები
დაგეგმეთ დღის საქმეები და თავს ძალა დაატანეთ, რომ შეასრულოთ ისინი. საერთო საქმის წარმატებისთვის პარტნიორთან და მოწინააღმდეგეებთან საერთო ენა უნდა გამონახოთ.



ავტორი: Mediamall.ge