ოშკის რეაბილიტაციისას ქართული მხარის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ
ამობეჭდვა · 2017-09-10 09:18:10 · 293 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თურქეთის მხარესთან თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მიიღო პირობა, რომ ამ პროექტებში უშუალოდ იქნება ჩართული.

„უახლოეს 15 დღეში შეჯერებული იქნება სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ დაპირება, რომ ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდგომ გადმოგვეცემა ოშკის პროექტი გასაცნობად და ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მაგალითად პარხალში, მისი პროექტიც გადმოგვეცემა" , - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.

შეგახსნებთ, რომ შეთანხმება თურქეთსა და საქართველოს შორის 2017 - 2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე წლის 23 მაისს გაფორმდა.



ავტორი: Mediamall.ge