რატომ ჩამოვიდა სცენიდან დაგეგმილზე ადრე პრემიერი - ინციდენტი კანდიდატების წარდგენისას
ამობეჭდვა · 2017-09-10 18:29:20 · 4502 ნახვა

ოზურგეთში მერობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე მისული ქალბატონი შეუძლოდ გახდა.

ხანდაზმულ ქალბატონს სასწრაფო დახმარება დასჭირდა. ქალბატონი სასწრაფო დახმარების მანქანაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩასვა.

კვირიკაშვილმა გუბერნატორს დაავალა, რომ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიადევნოს თვალი და მასაც ინფორმაცია მიაწოდოს.



ავტორი: mediamall.ge