პროდუქტები, რომლებიც თვალის დაავადებებს აგაცილებთ
ამობეჭდვა · 2017-09-10 19:24:19 · 391 ნახვა

მხედველობის პრობლემა მსოფლიოშია გავრცელებული და უამრავ ჩვენგანს უწევს სპეციალისტთან კონსულტაციაზე სიარული, თუმცა, ვიდრე საქმე ექიმსა და მკურნალობაზე მიდგება, უმჯობესია, ვიფიქროთ თვალების დაავადების პრევენციულ ღონისძიებებზე და ორგანიზმი იმ საკვებით მოვამარაგოთ, რომელიც ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოსთვის - თვალებისთვის აუცილებელია.

სპეციალისტების რჩევით, იმისთვის, რომ სამყაროს სრულყოფილად აღქმა შევძლოთ, თვალები მისთვის აუცილებელი ვიტამინებით და კვების რაციონით უნდა უზრუნველვყოთ, ამ მხრივ კი, საკვებ პროდუქტებს შორის, შავი მოცვი, სტაფილო და თევზი ლიდერობს.

მოცვი

მოცვი შეიცავს ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: რძემჟავას, ლიმონმჟავას, ქინაქინმჟავას, ქარვამჟავას და ვაშლის მჟავას. 
მოცვი მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით: მანგანუმით, კალიუმით, ფოსფორით, გოგირდით, სპილენძით, თუთიითა და ქრომით, А, С, РР და В ჯგუფის ვიტამინებით, ეთერზეთებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით. კენკრაში შემავალი რკინა ორგანიზმის მიერ სრულად აითვისება. მოცვი ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობასაც შეიცავს, შესაბამისად, მისი გამოყენება ხელს უწყობს კარგი მხედველობის ხანგრძლივად შენარჩუნებას. 

სტაფილო

სტაფილო გახლავთ ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით A-ვიტამინს შეიცავს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა თვალისთვის. სპეციალიტები გვირჩევენ, რომ ყოველდღე მივირთვათ სტაფილო ან ვსვათ სტაფილოს ახალგამოწურული წვენი. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, თვალების გადაღლილობის დროს. ამ ბოსტნეულის ერთ-ერთი მთავარი სამკურნალო თვისება ის გახლავთ, რომ ამაგრებს თვალის ბადურას. აუცილებლად მიირთვით სტაფილო, თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ. 

თევზი

თვალების საყვარელი საკვები გახლავთ თევზიც. ზღვის ამ პროდუქტს უნარი შესწევს, თავიდან აგაცილოთ ყველაზე გავრცელებული მიზეზებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება.

მხედველობისთვის სასარგებლო პროდუქტებია: მცენარეული ზეთი, ავოკადო და თხილეული, ყოველივე აღნიშნული მდიდარია უ ვიტამინით, რაც მნიშვნელოვანია თვალის კუნთების დისტროფიის თავიდან აცილებისთვის.
უნდა იცოდეთ ისიც, რომ რეტინოლი თვალებს გამოშრობისგან იცავს და ღამით მხედველობასაც აუმჯობესებს. რეტინოლს კი, შეიცავს ნარინჯისფერი და ყვითელი ფერის ბოსტნეული, კვერცხი, ნაღების კარაქი. ბოსტნეულიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენიც, რომელიც ხელს უწყობს თვალის სისხლძარღვების გამაგრებას.

 



ავტორი: MediaMall.ge