ზოდიაქოს ნიშნები და მინერალები
ამობეჭდვა · 2017-09-10 20:47:07 · 1176 ნახვა

სხვადასხვა სახის ძვირფასი თუ ნაკლებძვირფასი ქვის ტარება, როგორც განვითარებულ, ასევე, ნაკლებადგანვითარებულ ყვეყნებშიც ძალზე პოპულარულია, თუმცა, ვიდრე სამკაულს შეიძენდეთ, სასურველია იცოდეთ, რომელი ქვა შეესაბემა თქვენს ზოდიაქოს და მდგომარეობას და რომელი მინერალის ტარება უფრო მიზანშეწონილია. ასტროლოგიური კვლევებით და მინერალების თვისებების და ხასიათის გათვალისწინებით, ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს ქვა, რომლის ტარებასაც აპირებს, შემთხვევით გაკეთებულმა არჩევანმა კი, შესაძლოა, სარგებელის ნაცვლად, ზიანი მოგიტანოთ. მაშ, ასე, რომელ ზოდიაქოს რომელი ქვა შეესაბამება:


ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი) - ბრილიანტი, მარჯანი, სერდოლიკი, აკვამარინი, ამეთვისტო, ციტრინი, მთვარის ქვა;

კურო (21 აპრილი - 21 მაისი) - ზურმუხტი, ფირუზი, მარჯანი, აგატი, ოპალი, სერდოლიკი, ლაჟვარდი, კვარცი, ნეფრიტი, ფლუორიტი, მთვარის ქვა;

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) - მარგალიტი, ზურმუხტი, ხრიზოპრაზი, ძოწი, მთის ბროლი, აგატი, იაშმა, ციტრინი, ვეფხვის თვალი, აკვამარინი;

კირჩხიბი (22 ივნისი - 23 ივლისი) - ოპალი, მთვარის ქვა, მთის ბროლი, ლალი, ქარვა, სიყვარულის ქვა;

ლომი (24 ივლისი - 23 აგვისტო) - ქარვა, ხრიზოლიტი, ციტრინი, კვარცი, ძოწი, ონიქსი, ლალი, ტოპაზი;

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი) - საფირონი, იაშმა, ნეფრიტი, სერდოლიკი, ვეფხვის თვალი, აგატი, ტოპაზი;


სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი) - ლაჟვარდი, ოპალი, მარჯანი, მთვარის ქვა, იაშმა, მთის ბროლი, ხრიზოლიტი, მარგალიტი, ნეფრიტი, სერდოლიკი, კვარცი, აგატი;

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)  - მარჯანი, მთვარის ქვა, ტოპაზი, ლალი, აკვამარინი, ქარვა; 

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - ამეთვისტო, ტოპაზი, ხრიზოლიტი, ფირუზი, ქარვა, მთვარის ქვა, ლაჟვარდი;

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი) - ძოწი, ფირუზი, ლალი, მთვარის ქვა, აგატი, ამეთვისტო, ვეფხვის თვალი, კვარცი; 

მერწყული (21 იანვარი - 19 თებერვალი) - ძოწი, ლაჟვარდი, ამეთვისტო, ფირუზი, ქარვა;

თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი) - მთვარის ქვა, ამეთვისტო, აქვამარინი, ქარვა, ნეფრიტი, კვარცი, აგატი.

 რომელი ქვა რაში დაგეხმარებათ

ბრილიანტი - ეს ქვა ყოველთვის წარმატების, იღბალის და სიყვარულის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბრილიანტი ათავისუფლებს ადამიანს ეჭვებისგან და ეხმარება კონფლიქტის დაძლევაში. თუმცა,  ამ ქვას ბედნიერება მოაქვს მხოლოდ გულწრფელი და გულღია  ადამიანებისთვის.

ზურმუხტი - ზურმუხტი სიყვარულის ქვაა და მის მფლობელს ხანგრძლივი სიყვარულის შენარჩუნებაში ეხმარება, ის ასევე ამტკიცებს ურთიერთობებს და ჰარმონია, სიბრძნე და სიმშვიდე მოაქვს.

მარგალიტი - მარგალიტს შეუძლია სიყვარული და წარმატება მოუტანოს მის მფლობელს. ასევე, ეხმარება მსუბუქად გადაიტანოს დიდი დაბრკოლებები და თავი აარიდოს სტრესს.

ლალი - ამ ქვის პოზიტიურ ენერგიას ადამიანისთვის სულერი სიმშვიდის მოტანა შეუძლია. ლალისგან შექმნილ ბეჭედს შეუძლია შეგინარჩუნოთ სასიცოცხლო ძალა, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში მეტი შესაძლებლობები და გიბიძგოთ პოზიტიური ქმედებებისკენ.

ციტრინი - ამ ოქროფერი ქვის დანიშნულება მრავალმხრივია. მას მატერიალური კეთილდღეობის ქვასაც უწოდებენ, ასევე, მას შეუძლია გაათავისუფლოს ორგანიზმი დაძაბულობის და სტრესისგან.

საფირონი - საფირონის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მას შეუძლია განდევნოს უარყოფითი ენერგია, დაალაგოს ფინანსური პრობლემები და შექმნას ხანგრძლივი, მყარი ურთიერთობები. განსაკუთრებული შეფერილობის გამო მას ბედის ქვასაც უწოდებენ. ის მოკრძალებული ქალის ქვაა, თუმცა, ამავე დროს, ზრდის სექსუალურობას.

ოპალი - ოპალს უამრავი ფერი აქვს და ყველა ტონალობა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ღია ფერი სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიის ნიშანია, მუქი ფერი ტყუილზე მიუთითებს და დაბრკოლებების დაძლევაში გეხმარებათ. ითვლება, რომ ოპალის ენერგეტიკა ქალის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს.

ტოპაზი - ტოპაზი ეხმარება მის მფლობელს სხვა ადამიანების რეალური სურვილები დაინახოს, ასევე, შეიცნოს სხვისი ფარული ჩანაფიქრები და ინტრიგები. ძველ დროში მას წინასწარმეტყველის ფუნქციაც კი ჰქონდა.

ფირუზი - ძველად ფირუზსს ბედნიერების ქვასაც უწოდებდნენ. ის ეხმარება ადამიანს ფინანსურ კეთილდღეობასა და კარიერულ წინსვლაში. ეს ქვა მატებს მის მფლობელს თავდაჯერებულობას და სარისკო მოქმედებებისკენაც უბიძგებს.

ძოწი - ეს ქვა სისუფთავის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ითვლება, რომ ძოწი განაწყობს ადამიანს პატივისცემისკენ და დეპრესიის დაძლევაშიც ეხმარება. კარგია ამ ქვის წაღება მოგზაურობაში. ის ამყარებს მეგობრობას და ზრდის მიზიდულობას პარტნიორებს შორის.

ამეთვისტო - ძველ დროში ექიმები თვლიდნენ, რომ ამ ქვას შეუძლია ორგანიზმი გაწმინდოს ტოქსინებისგან, მათ შორის, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან. ის ათავისუფლებს ადამიანს ცუდი ემოციებისგან და სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც უძილობა აწუხებს.

აქვამარი - ეს ქვა ფანტასტიურია მედიტაციის მოყვარულთათვის, აქვამარინი ამშვიდებს ადამიანს. ეს ქვა ითვლება სიბრძნის, გონების და მეგობრობის სიმბოლოდ. მიიჩნევენ, რომ ის თავის პატრონს იცავს ტყუილისგან. ქვა ფერს იცვლის მეპატრონის ხასიათის მიხედვით (მუქდება, როცა ადამიანი ცუდ განწყობაზეა და ღიავდება მაშინ, როცა თავს კარგად გრძნობს). ამ ქვაზე არაერთი ლამაზი ლეგენდა დადის. 
 


 



ავტორი: MediaMall.ge