11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-09-10 23:23:50 · 329 ნახვა

ვერძი
კარგი დროა სახლის მოსაწყობად და ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოებთან დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. ამ დღეს ადვილად შეძლებთ მიიღოთ ყველაფერი, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს დღე და არ მოდუნდეთ.


კურო
ახალი ბიზნესის დასაწყებად ხელსაყრელი დღე ნამდვილად არ არის, საეჭვოა, ამ დღეს დაწყებულ საქმეს პოზიტიური შედეგები მოჰყვეს. არსებობს ფინანსური დანაკარგების რისკიც. არ დაივიწყოთ აღებული ვალდებულებები და ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სარისკო ფინანსური ოპერაციების ამ დღეს შესრულება. დღის მეორე ნახევარში კი, იზრდება ალბათობა, რომ მოაგვაროთ პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობებში არსებული გარკვეული პრობლემები.

 

ტყუპი
ტყუპებისთვის რთული დღეა, პლანეტები გირჩევენ ირგვლივმყოფებთან ურთიერთობისას მაქსიმალურ მოქნილობას, რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი მიმართულებით მოვლენების განვითარება. გამორიცხული არ არის, გაჩნდეს დამატებით ფინანსური ხარჯების საჭიროებაც.


კირჩხიბი
კარგი დროა აქტიური დასვენების, სპორტის და კოლექტიური საქმიანობისთვის. დღევანდელი დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ახლო მომავალში შეძლოთ ძველი კავშირების განმტკიცება და დასახული გეგმების განხორციელება. იყავით ყურადღებით, შესაძლებელია, რომ ამ დღეს მიღებულმა ინფორმაციამ მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი გეგმები და გარემოებები. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.

 

ლომი
ლომისთვის  ნერვული და დატვირთული დღეა. ზოდიაქოს ამ ნიშნის ენერგიულობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ბიზნესი სერიოზულ ძალებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, თუმცა, ბიზნესპარტნიორებთან კონტაქტები რთულია. ყურადღება გაამახვილეთ დოკუმენტებთან მუშაობისას, ახალი ნაცნობების დაპირებები ნაკლებსარწმუნოა. დღის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილე გმართებთ, რადგან (კოლეგებთან და მეზობლებთან) გაუგებრობების და მცირე დაპირისპირებების ალბათობა მატულობს.


ქალწული
ქალწულისთვის პოზიციების, თავდაცვის და გაძლიერებისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ გინდათ, რომ საკუთარი პრინციპების დაცვა შეძლოთ, იმოქმედეთ დამაჯერებლად და ენერგიულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი მოვლენები არასასურველი სცენარით შეიძლება განვითარდეს. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, დღეს გაფორმებული შეთანხმებები წარმატებული აღმოჩნდება.

 

სასწორი
ვარსკვლავები ამ დღეს არაპროგნოზირებად გარემოს გიწინასწარმეტყველებენ. დაბალი სასიცოცხლო პოტენციალი უარყოფითად იმოქმედებს ეფექტური და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაზე. ბიზნესპარტნიორებთან და კოლეგებთან მცირე გაუგებლობის რისკიც არსებობს. დღის მეორე ნახევარი კი, წარმატებულია ახალი ნაცნობობის, ოჯახის ურთიერთობების გაღრმავების, საპირისპირო სქესის წარმომადგენლის გასაცნობად.


მორიელი
ეს დღე მორიელისთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სასიამოვნო და წარმატებული დღე. კარგი დღეა დოკუმენტებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე, ინტუიცია საშუალებას მოგცემთ, განავითაროთ საქმიანი კონტაქტები. დღევანდელი ოპტიმიზმი დადებითი შედეგების მომტანი იქნება. გამორიცხული არ არის, სწორედ დღეს შეძლოთ ოჯახის წინაშე არსებული ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება.


მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის, ასევე, სხვადასხვა კოლექტიურ ღონისძიებებზე დასასწრებად. დღის განმავლობაში, მოსალოდნელია ინფორმაციის მიღება სასიამოვნო სიახლეებზე, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან.


თხის რქა
თხის რქა, მისთვის დამახასიათებელი მოხერხებულობის წყალობით შეძლებს, პრობლემების გადასაჭრელად ახალი გეგმა დასახოს. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანმა ოჯახის წევრებს, კოლეგებს და პარტნიორებს აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, რაც შემდგომში საქმიან ურთიერთობებში წაადგება. ხელსაყრელი დღეა ქორწინების, სხვადასხვა სახის გართობის და აქტიური დასვენებისათვის.


მერწყული
მერწყულისთვის კარგი დღეა, მომატებულია სასიცოცხლო პოტენციალი და ენერგიულობა, ასევე,  ხიბლი, რაც გარშემომყოფების ყურადღებას და ინტერესს ზრდის. მოულოდნელად მიღებულმა სასიხარულო ინფორმაციამ შესაძლოა, მთლიანად შეგიცვალოთ დღის გრაფიკი. ამ დღეს, ვარსკვლავები საყოველთაო აღიარებას და პირად ცხოვრებაში წარმატებას გპირდებიან.


თევზები
თევზებისთვის საკმაოდ რთული და ნერვიული დღეა, თუმცა, უარყოფითი მოვლენების გარდა, ამ დღეს დადებითი ემოციებიც შეიძლება ახლდეს. არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯების ალბათობა. ბიზნესის განვითარებისთვის ან ახალი საქმიანობის წამოსაწყებად  ხელსაყრელი დღე არ არის. ამ დღეს, მოსალოდნელია სირთულეები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთანაც, რამაც შესაძლოა შეცვალოს ამჟამინდელი ურთიერთობები.  

 



ავტორი: MediaMall.ge