არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალურ ტურნირზე ქართველმა სამბისტებმა 20 მედალი მოიპოვეს
ამობეჭდვა · 2017-09-11 12:50:00 · 256 ნახვა

9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა. 

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა 12 ქვეყნის (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუმინეთი, მოლდოვა, კვიპროსი, საბერძნეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსი და საქართველო) 200-მდე სპორტსმენმა მიიღო 9 წონით კატეგორიაში.

ქართველმა სამბისტებმა ჯამში 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირზე 9 სექტემბერს მედლებისთვის 52, 62, 74, 90 და +100 კატეგორიის სპორტსმენებმა იბრძოლეს, 10 სექტემბერს კი 57, 68, 82, და 100 კატეგორიის სამბისტებმა. ტურნირის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რომელმაც სამბოს ფეედრაციის პრეზიდენტ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

2012 წელს ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ჩოხელის მემორიალური ტურნირი უკვე მესამედ გაიმართა. სამბოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ტურნირს A კატეგორიის სტატუსი მიენიჭება.



ავტორი: MediaMall.ge