ახალ ჰიდროელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გაიცა
ამობეჭდვა · 2017-09-11 18:56:00 · 305 ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „აჭარის წყალის“ სახელზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ განთავსებულ 178.7 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურზე, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. 

ჰიდროელექტროსადგური „შუახევი ჰესი“, 2 ჰიდროაგრეგატით, ექსპლოატაციაში 2017 წელს შევიდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 178.72 მგვტ-ია, საპროექტო გამომუშავება - 429 მლნ კვტ/სთ. 

„შუახევი ჰესი“ სიმძლავრით, საქართველოში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებში რიგით მეოთხე სადგურია.



ავტორი: MediaMall.ge