“მომწოდებელმა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი სუვენირი შემოგვაპარა“ - “ბიბლუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 2017-09-11 23:21:28 · 358 ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს “ბიბლუსის“ მაღაზიაში იყიდება სუვენირი - საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი დატანილი არ არის, “ბიბლუსი“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ “ბიბლუსის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იყიდება სუვენირი - საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი. 

გვინდა იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა როგორც გაირკვა მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული სუვენირი რამდენიმე ცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი. 

საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე“, ნათქვამია “ბიბლუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ავტორი: Mediamall.ge